საქართველოს ელჩი კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

© photo: Sputnik / STRINGER / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის სამთავრობო ადმინისტრაციის შენობა
უკრაინის სამთავრობო ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
გამოწერა
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელ ნოტასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს საგარეო უწყებას გადაეცა
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. სიტუაცია, რომელიც შეიქმნა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელია, განიხილებოდა შეხვედრაზე, რომელსაც დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი ტოჩიცკი და უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარეიშვილი ესწრებოდნენ. იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 ციხიდან თბილისის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ორშაბათს, საღამოს გადაიყვანეს. მისი პირადი ექიმი, ადვოკატები და თანამოაზრეები დაჟინებით მოითხოვდნენ სააკაშვილის სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას, თუმცა ხელისუფლება ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-40 დღეა შიმშილობს.
დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
დავით ბაქრაძემ სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლებას კომპრომისული წინადადება შესთავაზა
„საქართველოს ელჩმა დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა გლდანის დაწესებულებაში მისი გადაყვანის შესახებ. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელ ნოტასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს საგარეო უწყებას გადაეცა, და იმედი გამოთქვა, რომ ქართული მხარე მას დადებითად განიხილავს“, - აცხადებენ უკრაინის საგარეო უწყებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გარდა ამისა, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
უკრაინის საგარეო უწყება: მოგიწოდებთ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოთ
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო უწყებას საქართველოს ექს-პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში კიევთან შეუთანხმებლად გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური ნოტა გუშინ გადმოუგზავნა.
საქართველოში ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მიხეილ სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას ფაბრიკაციას უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0