შიმშილობა სააკაშვილის მხარდასაჭერად – ოპოზიციონერი აქტივისტი ჰოსპიტალიზებულია

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
ირაკლი გოგუაძე პირობას დებს, რომ როგორც კი მას ჯანმრთელობა მისცემს საშუალებას, პროტესტის სხვა ფორმას მიმართავს.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი გოგუაძე იძულებული გახდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეეწყვიტა.
გოგუაძემ შიმშილობა პარლამენტის დეპუტატ ელენე ხოშტარიასთან ერთად 3 ნოემბერს დაიწყო. მას შიმშილობა მაშინ უნდა შეეწყვიტა, როდესაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანდნენ.
საკვებზე უარის თქმიდან მეშვიდე დღეს გოგუაძე ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
ელენე ხოშტარია - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
ელენე ხოშტარიას მოწამვლა იგეგმებოდა? „ქართული ოცნების" სკანდალური განცხადება
„მომიხსნეს ტკივილი და გამომიყვანეს მდგომარეობიდან. რაც შეეხება შიმშილობას, ვწყვეტ იქიდან გამომდინარე, რომ აუცილებლად უნდა გავაგრძელო მკურნალობის კურსი", – განაცხადა გოგუაძემ.
მისი თქმით, მისი მოთხოვნა არ შესრულდა. უფრო მეტიც, დღეს სააკაშვილი უფრო ცუდ პირობებში იმყოფება, ვიდრე რუსთავის ციხეში იყო.
გოგუაძემ პირობა დადო, რომ პროტესტის სხვა ფორმას მიმართავს მაშინვე, როგორც კი ამის საშუალებას ჯანმრთელობა მისცემს.
უკვე მერვე დღეა, პარლამენტის შენობაში შიმშილობას განაგრძობს პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია. მისი თქმით, ის მხოლოდ წყალს იღებს. მისი მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა – მან დაკარგა გონება. დახმარება მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა.
სააკაშვილის მომხრეთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
სააკაშვილი: ვაცხადებ უარს ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე
ხოშტარია არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, სანამ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.
ხოშტარიას თანამებრძოლების თქმით, ის თავს მხნედ გრძნობს და კვლავ უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზე და ექიმების დახმარებაზე.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 41-ე დღეა, შიმშილობს, რუსთავის მე-12 საპატიმროდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში ორშაბათს, საღამოს გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტი, მისი პირადი ექიმი, ადვოკატები და თანამებრძოლები მის მრავალპროფილურ კლინიკაში მოთავსებას ითხოვდნენ, თუმცა ხელისუფლება ამის კატეგორიული წინააღმდეგია.
სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს მას შემდეგ, რაც მან საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა. მას დაუსწრებლად აქვს მისჯილი ექვსწლიანი პატიმრობა სისხლის სამართლის ორ საქმეზე. განიხილება კიდევ რამდენიმე საქმე.
ყველა ახალი ამბავი
0