ელენე ხოშტარიას მოწამვლა იგეგმებოდა? „ქართული ოცნების" სკანდალური განცხადება

© photo: Sputnik / Stringerელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
გამოწერა
დეპუტატი იმ დრომდე აპირებს შიმშილობის გაგრძელებას, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „რადიკალურად განწყობილი" პოლიტიკოსები ოპოზიციონერი დეპუტატის ელენე ხოშტარიას მოწამვლაში დაადანაშაულა.
პარტია „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. ხოშტარია და ოპოზიციის სხვა ლიდერები სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვენ, თუმცა ექს-პრეზიდენტი გუშინ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე... გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილული იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც", – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

კობახიძეს პასუხი თავად საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მოშიმშილე ელენე ხოშტარიამ გასცა.
„მინდა პასუხი გავცე აბსურდულ განცხადებას, თითქოს ვიღაც ჩემ მოწამლვას გეგმავდა. ეს მეტყველებს მძიმე მდგომარეობაზე და მმართველი პარტიის ფანტაზიებზე", – განაცხადა ხოშტარიამ.
მისი თქმით, მხოლოდ „ქართულ ოცნებას" ეკისრება პასუხისმგებლობა მისი და ექს-პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.
როგორც ხოშტარიამ განაცხადა, ხელისუფლებას არ გამოუვა ოპოზიციას შორის შუღლის ჩამოგდება.
ელენე ხოშტარია - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
„არ ვაპირებ სიკვდილს": რა შემთხვევაში მიიღებს მედიკამენტებს მოშიმშილე დეპუტატი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყველასთვის მოულოდნელად 8 ნოემბერს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილებისა და გაზრდილი საფრთხის გამო იქნა მიღებული. ექს-პრეზიდენტი მე-40 დღეა შიმშილობს.
ოპოზიცია, რომელიც ექს-პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდა, მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანას უკანონოდ მიიჩნევს და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებს.
ყველა ახალი ამბავი
0