„არ ვაპირებ სიკვდილს": რა შემთხვევაში მიიღებს მედიკამენტებს მოშიმშილე დეპუტატი

© photo: Sputnikელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
გამოწერა
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წევრი პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას არ აპირებს.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ელენე ხოშტარია, რომელმაც 3 ნოემბერს შიმშილობა გამოაცხადა, მედიკამენტების მიღებაზე თანახმაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის სასიცოცხლო მაჩვენებლებს საფრთხე შეექმნება.
პარტია „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით დაიწყო. ამ დროისათვის სააკაშვილი ციხის საავადმყოფოშია მოთავსებული.

„თუ ექიმი, რომელსაც ვენდობი, მეტყვის, რომ სიცოცხლის პარამეტრები კონკრეტული ანალიზების მიხედვით საფრთხეშია, მივიღებ მედიკამენტებს, რადგანაც მე არ ვაპირებ უკან დახევას, არ ვაპირებ სიკვდილს, არ ვაპირებ ბრძოლის შეწყვეტას. მე ვაპირებ ამ ბრძოლაში გამარჯვებას", – განაცხადა ხოშტარიამ ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება პროტესტის უკიდურეს ფორმას, დეპუტატი იმ დრომდე აპირებს შიმშილობის გაგრძელებას, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
სააკაშვილის მომხრეთა აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
სააკაშვილი: ვაცხადებ უარს ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ მასთან ორჯერ იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, იგი ამ დრომდე არ იღებს მედიკამენტებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყველასთვის მოულოდნელად 8 ნოემბერს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილებისა და გაზრდილი საფრთხის გამო იქნა მიღებული. ექს-პრეზიდენტი მე-40 დღეა შიმშილობს.
ოპოზიცია, რომელიც ექს-პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდა, მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანას უკანონოდ მიიჩნევს და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებს.
ყველა ახალი ამბავი
0