სააკაშვილის სასამართლოზე დასწრების საკითხი ჯერჯერობით ღია რჩება

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
ოპოზიციის ლიდერები, ისევე, როგორც ექს-პრეზიდენტი, მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი თავად უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე, რათა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. დაუშვებენ თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სასამართლოზე, უახლოეს დროში გახდება ცნობილი – თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე რამდენიმე საათი დარჩა.
2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე პროცესი 13:00 საათზეა ჩანიშნული. უკვე ცნობილია, რომ სასამართლომ სხდომის სასამართლო დარბაზში გამართვისა და მასზე ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის დასწრების გადაწყვეტილება მიიღო.
ექიმების ჯგუფი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს>>>
როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ გივი მიქანაძემ განაცხადა, პროცესზე დასწრება თავად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

„რაც შეეხება სააკაშვილის მონაწილეობას, ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციით იგი გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შეძლებს თუ არა იგი პროცესზე დასწრებას, ეს ექიმების კომპეტენციაა", – განაცხადა მიქანაძემ.

ოპოზიციის ლიდერები, ისევე, როგორც თავად ექს-პრეზიდენტი, მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი პირადად უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე, რათა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
დავით ზალკალიანის მოადგილემ უკრაინის ელჩს სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
„ვფიქრობ, სააკაშვილი უნდა მივიდეს სასამართლოში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს მისი პოზიცია. "ლელო" მოითხოვდა მის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანას და მისთვის სამართლიან სასამართლოში წარდგომის საშუალებას. მას აქვს უფლება დაიცვას თავი და საკუთარი ხმა საზოგადოებას მიაწვდინოს", – განაცხადა „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, ბიუჯეტის თანხების გაფლანგვასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს ბრალი წაყენებული აქვს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.
ყველა ახალი ამბავი
0