დავით ზალკალიანის მოადგილემ უკრაინის ელჩს სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ სიტუაცია აღარ წარმოშობს პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან დამატებით შეკითხვებს
თბილისი, 9 ნოემბერი - Sputnik. უკრაინის ელჩმა საქართველოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიასგან მიიღო მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და პასუხი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საგარეო უწყებას საქართველოს ექს-პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში კიევთან შეუთანხმებლად გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური ნოტა გუშინ გადმოუგზავნა.
უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
უკრაინის ომბუდსმენი: საქართველოს ელჩმა კიევში შეხვედრაზე უარი თქვა
„უკრაინის ელჩს კიდევ ერთხელ მიეწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი უსაფრთხოების დაცვის მიზნით და აღინიშნა, რომ უკრაინულ მხარეს აქვს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს როგორც უკრაინაში საქართველოს საელჩოს, ასევე სხვა უწყებების მხრიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გამოთქვა იმედი, რომ აღნიშნული საკითხი აღარ წარმოშობს პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან დამატებით შეკითხვებს მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო - უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა და ხაზი გაესვა კანონმდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების და მართლმსაჯულების სისტემის ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობას.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
უკრაინის საგარეო უწყება: მოგიწოდებთ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოთ
საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 ციხიდან თბილისის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ორშაბათს, საღამოს გადაიყვანეს. მისი პირადი ექიმი, ადვოკატები და თანამოაზრეები დაჟინებით მოითხოვდნენ სააკაშვილის სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას, თუმცა ხელისუფლება ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მიხეილ სააკაშვილმა დაკავების დღიდან ციხეში შიმშილობს.
სააკაშვილმა ფარულად გადმოკვეთა საზღვარი და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მიხეილ სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას ფაბრიკაციას უწოდებს.
სააკაშვილი პროტესტის ნიშნად უკვე მე-40 დღეა შიმშილობს. მაგრამ ხელისუფლება მის გათავისუფლებას არ აპირებს.
ყველა ახალი ამბავი
0