ექიმების ჯგუფი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliექიმების აქცია
ექიმების აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
გამოწერა
აქციაზე შეკრებილი ექიმები მიიჩნევენ, რომ ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება მოთხოვნებს.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ათამდე ექიმმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. მათ ადმინისტრაციას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე წერილი გადასცეს, სადაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში, რუსთავის მე-12 ციხიდან ორშაბათს, საღამოს გადაიყვანეს. მისი პირადი ექიმი, ადვოკატები და თანამოაზრეები დაჟინებით მოითხოვდნენ სააკაშვილის, რომელმაც 40 დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა, სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში მოთავსებას, თუმცა ხელისუფლება ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

„კვალიფიციურ ექიმთა კონსილიუმზე იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ საჭიროების შემთხვევაში უნდა გადაეყვანათ მრავალპროფილურ კლინიკაში, რომელსაც, ჩემი აზრით, ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება“, – განაცხადა ერთ-ერთმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

იმ მიზეზებზე საუბრისას, რატომ გადაიყვანეს სააკაშვილი მაინცდამაინც გლდანის ციხის საავადმყოფოში, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განმარტა, რომ ეს უსაფრთხოების მიზნით და 40-დღიანი შიმშილობის ფონზე სააკაშვილის ჯანმრთელობის გათვალისწინებით გაკეთდა.
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
თბილისის ცენტრში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს
თავის მხრივ, ოპოზიცია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი „გაიტაცეს“ და ციხის საავადმყოფოში უკანონოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ორშაბათს გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ პარტია მისი გათავისუფლებისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
სააკაშვილმა ფარულად გადმოკვეთა საზღვარი და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. საქართველოში ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
მიხეილ სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას ფაბრიკაციას უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0