https://sputnik-georgia.com/20211109/tbilisis-centrsi-opoziciis-aqcia-mimdinareobs-261930724.html
თბილისის ცენტრში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს
თბილისის ცენტრში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
ხვალ, შუადღეს ოპოზიცია გამართავს აქციას თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც სააკაშვილის საქმეზე პროცესია ჩანიშნული. 09.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-09T21:06+0400
2021-11-09T21:06+0400
2021-11-09T23:16+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261897224_0:133:1280:854_1920x0_80_0_0_17feea69c06964c5c7c28d1b47eb5c7f.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციურმა პარტიებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით კვლავ შეკრიბეს თავიანთი მხარდამჭერები საპროტესტო აქციაზე, რომელიც ახლა რუსთაველის გამზირზე იმართება.რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. პარლამენტის წინ აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი, მათ სამი მოთხოვნა აქვთ: ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, მისი გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ თავის მხარდამჭერებს უკვე გაუზიარა დღევანდელი და ხვალინდელი გეგმები.„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის თქმით, პროტესტის ფორმაც განსხვავებული იქნება.„ღამისთევა, როგორც ასეთი, და ენერგიის გამოცლა არ არის საჭირო“, – განაცხადა მელიამ და აღნიშნა, რომ ეს არარაციონალური და არაპრაგმატულია.მისი თქმით, დილიდან პროტესტი მთელი ქალაქის მასშტაბით გაიშლება. პროტესტის სახე შეიცვლება – ყველა იყო შეჩვეული პროტესტს ერთ წერტილში და ამით ხელისუფლებას ამოსუნთქვის საშუალება ეძლეოდა, ახლა კი საპირისპირო მოხდება და პროტესტის ლოკაციების რაოდენობა თანდათანობით გაიზრდება, სანამ აქციები მთელ თბილისს არ მოიცავს, განაცხადა მელიამ.დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პარალელური 11-საათიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ოპოზიცია თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან გადაინაცვლებს, სადაც სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გამოსვლები გრძელდება. აქციის მხარდამჭერებს პოლიტიკური ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები მიმართავენ.საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 ციხიდან თბილისის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ორშაბათს, საღამოს გადაიყვანეს. მისი პირადი ექიმი, ადვოკატები და თანამოაზრეები დაჟინებით მოითხოვდნენ სააკაშვილის სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას, თუმცა ხელისუფლება ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-40 დღეა შიმშილობს.რაც შეეხება მიზეზებს, რომელთა გამოც სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განმარტა, რომ ეს უსაფრთხოების მიზნით და ხანგრძლივი შიმშილობის ფონზე სააკაშვილის ჯანმრთელობის გათვალისწინებით გაკეთდა.თავის მხრივ, ოპოზიცია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი „გაიტაცეს“ და ციხის საავადმყოფოში უკანონოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს.
https://sputnik-georgia.com/20211109/protestit-da-yvirilit-verafers-miarwevt-evroparlamentarebma-qartuli-opozicia-gaakritikes-261929108.html
https://sputnik-georgia.com/20211109/irakli-kobaxizem-policielebs-aqciebze-motminebistvis-madloba-gadauxada-261929661.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261897224_233:168:1148:854_1920x0_80_0_0_f037f44ca5f049ca1d223c26fa40a418.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
თბილისის ცენტრში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს
21:06 09.11.2021 (განახლებულია: 23:16 09.11.2021) ხვალ, შუადღეს ოპოზიცია გამართავს აქციას თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც სააკაშვილის საქმეზე პროცესია ჩანიშნული.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციურმა პარტიებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით კვლავ შეკრიბეს თავიანთი მხარდამჭერები საპროტესტო აქციაზე, რომელიც ახლა რუსთაველის გამზირზე იმართება.
რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. პარლამენტის წინ აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი, მათ სამი მოთხოვნა აქვთ: ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, მისი გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ თავის მხარდამჭერებს უკვე გაუზიარა დღევანდელი და ხვალინდელი გეგმები.
„ხვალ დილიდან, 11:00 საათზე ერთდროულად სამ ადგილზე გაიმართება აქცია. იუსტიციის სამინისტროსთან, „მოდულის“ შენობასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ვალდებულია ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამავე დროს იქნება მეოთხე ადგილზეც აქცია, რომელსაც ახლა განგებ არ დავასახელებ“, – განაცხადა მან.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის თქმით, პროტესტის ფორმაც განსხვავებული იქნება.
„ღამისთევა, როგორც ასეთი, და ენერგიის გამოცლა არ არის საჭირო“, – განაცხადა მელიამ და აღნიშნა, რომ ეს არარაციონალური და არაპრაგმატულია.
მისი თქმით, დილიდან პროტესტი მთელი ქალაქის მასშტაბით გაიშლება. პროტესტის სახე შეიცვლება – ყველა იყო შეჩვეული პროტესტს ერთ წერტილში და ამით ხელისუფლებას ამოსუნთქვის საშუალება ეძლეოდა, ახლა კი საპირისპირო მოხდება და პროტესტის ლოკაციების რაოდენობა თანდათანობით გაიზრდება, სანამ აქციები მთელ თბილისს არ მოიცავს, განაცხადა მელიამ.
დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პარალელური 11-საათიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ოპოზიცია თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან გადაინაცვლებს, სადაც სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.
„იქ ჩვენ მშვიდობიანი გზით გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს“, – განაცხადა მელიამ.
ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე გამოსვლები გრძელდება. აქციის მხარდამჭერებს პოლიტიკური ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები მიმართავენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 ციხიდან თბილისის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ორშაბათს, საღამოს გადაიყვანეს. მისი პირადი ექიმი, ადვოკატები და თანამოაზრეები დაჟინებით მოითხოვდნენ სააკაშვილის სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას, თუმცა ხელისუფლება ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მიხეილ სააკაშვილი უკვე მე-40 დღეა შიმშილობს.
რაც შეეხება მიზეზებს, რომელთა გამოც სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განმარტა, რომ ეს უსაფრთხოების მიზნით და ხანგრძლივი შიმშილობის ფონზე სააკაშვილის ჯანმრთელობის გათვალისწინებით გაკეთდა.
თავის მხრივ, ოპოზიცია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი „გაიტაცეს“ და ციხის საავადმყოფოში უკანონოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს.