საქართველოში ჩამოსული უცხოელების რაოდენობა ოქტომბერში ოთხჯერ გაიზარდა

© courtesy of Mindia Davitadze Photographyტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
გამოწერა
საქართველოში ჩამოსული უცხოელი მოგზაურების რიცხვი ოქტომბერში ოთხჯერ გაიზარდა, მაგრამ მათი რაოდენობა წლის პირველ ათ თვეში 7,7%-ით შემცირდა.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი საქართველოში 2021 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოთხჯერ გაიზარდა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასალებში.
სულ ოქტომბერში უცხოელმა მოგზაურებმა საქართველოში განახორციელეს 220,7 ათასი ვიზიტი, აქედან 188,8 ათასი ტურისტული იყო. ამასთან, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ოთხჯერ გაიზარდა.
ვიზიტების რაოდენობამ იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით 1,5 მილიონი შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,7%-ით ნაკლებია.
ვიზიტების რაოდენობით ლიდერობენ ტურისტები თურქეთიდან
ოქტომბერში რაოდენობის მხრივ ყველაზე მეტი ვიზიტი განახორციელეს თურქეთის მოქალაქეებმა – 35,8 ათასი, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 89%-ით მეტია, მაგრამ 58,7%-ით ნაკლებია 2019 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
ტურისტი - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
რა შემოსავალი მიიღო საქართველომ ტურიზმისგან ცხრა თვეში
ასევე იზრდება ქართული დიასპორის წარმომადგენელთა რაოდენობა, რომლებიც ისტორიულ სამშობლოს სტუმრობენ. ოქტომბერში მათი ვიზიტების რაოდენობა იყო 16,4 ათასი. ეს სამჯერ მეტია, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ თვეში.
რა გზით ჩამოდიან ტურისტები საქართველოში
ტურისტების ძირითადი ნაწილი საქართველოს ოქტომბერში საჰაერო გზით ეწვია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტების გზით. აეროპორტებზე საქართველოში ჩამომსვლელთა 53,7% მოდის.
მეორე ადგილზეა სახმელეთო საზღვრები. ამ მხრივ ლიდერობს საქართველო-თურქეთის საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი "სარფი"; მეორე ადგილზეა საკონტროლო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" საქართველო-რუსეთის საზღვარზე.
რას აკეთებს საქართველო ტურიზმისთვის
ტურიზმის წილი საქართველოს ეკონომიკაში კორონავირუსის პანდემიამდე დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენდა, ამიტომ მისი აღდგენა ქვეყანაში საქმიანი აქტიურობის აღსადგენად ძალზე მნიშვნელოვანია.
ტურისტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.10.2021
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია GIZ-სგან 190 ათას ევროს მიიღებს
ეკონომიკის აღსადგენად და ტურისტების ქვეყანაში დასაბრუნებლად საქართველომ შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა და საზღვრების გახსნა დაიწყო.
1 თებერვლიდან გაიხსნა ქვეყნის საჰაერო საზღვრები. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ფრენები მაისში, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, 65%-ით აღდგა. საქართველომ 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრებიც გახსნა.
ქვეყანაში შემოსული უცხოელები უნდა იყვნენ აცრილი, ჰქონდეთ გავლილი კორონავირუსის ტესტი უარყოფითი პასუხით, ჩამოსვლისას მათ უნდა ატარონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. რეგულაციების დაცვის პირობებში ქართული კურორტები ჩამოსულ სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობენ.
ყველა ახალი ამბავი
0