ნატალია ნიკონოროვა: ეუთო სუსტად და პასიურად რეაგირებს კიევის მოქმედებებზე დონბასში

© photo : Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშინატალია ნიკონოროვა
ნატალია ნიკონოროვა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
გამოწერა
უკრაინის უშიშროების ძალების მიერ სოფელ სტარომარიევკას დაკავება ნეიტრალურ ზონაში, განცხადებები თურქული წარმოების დრონების Bayraktar-ების გამოყენების შესახებ, რაც მინსკის შეთანხმებებს ეწინააღმდეგება, დასახლებების დაბომბვა მძიმე შეიარაღებიდან, თავდასხმები უპილოტო საფრენი აპარატებიდან — ასეთი ვითარებაა ახლა დონბასში. რა არის კონფლიქტის ესკალაციის მიზეზი, რა მოჰყვება უკრაინის უსაფრთხოების ძალების მიერ დრონების გამოყენებას დონბასში და რა პერსპექტივები არსებობს კონფლიქტის მოგვარების კუთხით, ამის შესახებ РИА Новости-სთან ინტერვიუში თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატალია ნიკონოროვამ ისაუბრა.
— რა ვითარებაა ამ მომენტისთვის სტარომარიევკაში, რა არის ცნობილი?
— უკრაინულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა დე ფაქტო აიღეს კონტროლი ამ დასახლებაზე, თუმცა ის „ნაცრისფერ ზონაში“ მდებარეობს, დემილიტარიზებული იყო და არც უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და არც დონეცკის სახალხო მილიციის კონტროლის ქვეშ არ იმყოფებოდა. ამასთან ეს ფაქტი ადრე ეუთოს სპეციალურმა სადამკვირვებლო მისიამაც დაადასტურა. მაგრამ ახლა უკრაინულმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა წინ წაიწიეს, ფაქტობრივად, დაიპყრეს სტარომარიევკა, გამოკიდეს იქ უკრაინის დროშა, აღმართეს ახალი საფორტიფიკაციო სიმაგრეები და აღჭურვეს სანგრები. ეს ყველაფერი არის როგორც მინსკის შეთანხმებების, ისე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განმტკიცების ზომების უხეში დარღვევა.
Ситуация на линии соприкосновения в Донецкой области - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
ნატალია ნიკანოროვა: კიევს დონბასში კონფლიქტის მოგვარება ძალის გზით სურს
ჩვენ შევეცადეთ აგვემოქმედებინა საკოორდინაციო მექანიზმი, ვაცნობეთ უკრაინის წარმომადგენლებს ცეცხლის შეწყვეტის კონტროლისა და კოორდინაციის გაერთიანებულ ცენტრში, რომ ასეთი ქმედებები აუცილებლად უნდა შეწყდეს, რომ ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა. მაგრამ ესკალაციის დიპლომატიური გზით შეჩერების ყველა ეს მცდელობა უკრაინულმა მხარემ სრულიად უგულებელყო. შესაბამისად, ამ ახალი სტრუქტურების განადგურება ჩვენს დამცველებს მოუხდათ, რათა თავიდან აეცილებინათ უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომი წინსვლა.
ახლა ჩვენ ძალიან გვაწუხებს სტარომარიევკას მცხოვრებლების ბედი. ჩვენ მოვახერხეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმება, რომ ჰუმანიტარული დახმარება გაეწიათ მოსახლეობისთვის, კერძოდ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა იქ მიიტანა წყალი და საკვები, ნახშირი, ვინაიდან ცივი ამინდები ახლოვდება და სახლების გათბობაა საჭირო. ჩვენი მხრიდან ყველა შესაძლო ჰუმანიტარული ნაბიჯი იდგმება.
— გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელში რუსეთის 37 მოქალაქე ცხოვრობს. ცნობილია მათი ბედი?
— სოფლის მოსახლეობასთან კომუნიკაცია ფრაგმენტულია. მოსახლეობას ეშინია ღიად ისარგებლოს [რესპუბლიკის საკომუნიკაციო ოპერატორ] „ფენიქსში“ ჩართული ტელეფონებით. იმ ინფორმაციით, რაც ამჟამად გვაქვს, ცნობილია შემთხვევები, როდესაც ადამიანებს წაართვეს და გაანადგურეს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (დსრ) საავტომობილო სანომრე ნიშნები, ასევე რუსეთის ფედერაციის პასპორტები. რამდენად ზუსტი და სწორია ეს ინფორმაცია, მაშინ გადავამოწმებთ, როდესაც დასახლებას გავათავისუფლებთ.
პუტინის მიმართვა ფედერალური კრების მიმართ - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
მინიშნება დონბასზე და ლუკაშენკოს დაცვა - ექსპერტები პუტინის მიმართვას განიხილავენ
ცხადია, რესპუბლიკის წარმომადგენლები ვერ შეძლებენ რაიმეს ოფიციალურად დადასტურებას ან უარყოფას სტარომარიევკაში მომხდარის შესახებ იქ წასვლის, მოსახლეობასთან საუბრის, ჩვენების მიღებისა და ყველა ინციდენტის ადგილზე ჩაწერის შესაძლებლობის გარეშე. სხვა ვარიანტია უკრაინული მხარის ოფიციალური განცხადება, მაგრამ რამდენად შეიძლება ასეთი განცხადებების დაჯერება, ეს სხვა საკითხია. ჩვენ კარგად ვიცით, პრინციპში, როგორ ეკიდება უკრაინული მხარე სამართლებრივ წესრიგს — უკრაინის შემთხვევაში უწესრიგობასა და თვითნებობაზე საუბარი უფრო მიზანშეწონილია.
— რატომ აიღეს უკრაინელმა ძალოვნებმა ეს კონკრეტული დასახლება?
— ჯერ პირველი, რომ ეს პრაქტიკულად ერთადერთი სოფელია, რომელიც რჩება ე.წ. ნაცრისფერ ზონაში, სადაც არ არიან შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლები: არც სახალხო მილიცია და არც უკრაინის შეიარაღებული ძალები. მეორეც: გეოგრაფიული მდებარეობა. სოფელი უკრაინის პოზიციებთან უფრო ახლოსაა. პლუს სტარომარიევკა მდებარეობს დაბლობზე, ხოლო უკრაინული ფორმირებების პოზიციები მაღლობზეა. ამიტომ მშვენივრად ხედავენ, რა ხდება იქ, აკონტროლებენ სიტუაციას და ა.შ. მათ ისარგებლეს ამ სიტუაციით, თავხედურად, ცინიკურად და ღიად დაარღვიეს მინსკის შეთანხმებები, კერძოდ, ცეცხლის შეწყვეტის განმტკიცების ზომები. ეს ზომები ცალსახად და მკაფიოდ კრძალავს ყოველგვარ წინსვლას, სადაზვერვო საქმიანობას, ახალი საინჟინრო ნაგებობების აღჭურვას, სანგრების გათხრას...
— შეიძლება თუ არა ითქვას, რომ კიევი „მცოცავი შეტევის“ ადრინდელ ტაქტიკას დაუბრუნდა, როდესაც უკრაინული ძალები ნეიტრალურ ზონაში მდებარე ტერიტორიებს იღებდნენ?
ვლადიმირ ზელენსკი - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
ზელენსკიმ პუტინს დონბასში შეხვედრა შესთავაზა: ვრცელდება ვიდეომიმართვა
— ეს უფრო პროვოკაციაა, ვიდრე გააზრებული ტაქტიკა. ცდილობენ პროვოკაციას წამოგვაგონ, რათა სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები განვაახლოთ. აქ ყველა ფაქტორი კომპლექსურად უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს არის სტარომარიევკას დაკავებაც, „ბაირახტარების“ ღია გამოყენებაც და ამის დადასტურება ოფიციალურ დონეზე. უფრო მეტიც, ჩვენ მივიღეთ წერილი უკრაინული მხარისგან, რომელშიც ის აბსოლუტურად ღიად აღიარებს, რომ უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მკაცრად არის აკრძალული მინსკის პაკეტის მთელი რიგი დოკუმენტებით. ეს არის კიროვსკის რაიონში ნავთობბაზაზე დრონებიდან ასაფეთქებლების ჩამოყრის მესამე მცდელობაც, მშვიდობიანი დასახლებების მუდმივი დაცხრილვაც, ეს ყველაფერი ერთად მეტი არაფერია, თუ არა სიმეტრიული ან თუნდაც ასიმეტრიული პასუხის პროვოცირება, რამაც შესაძლოა განაახლოს კონფლიქტის „ცხელი“ ეტაპი.
ამასთან გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ უკრაინა აგრესიის ყველა ამ აქტს ერთგვარ წარმოსახვით „გამარჯვებად“ წარმოაჩენს, რათა უკრაინის მოსახლეობის ყურადღება შიდა პოლიტიკაში წარუმატებლობიდან აქეთ გადაიტანოს. ზელენსკი ახლა ანტირეიტინგშია, მთელი უკრაინის ხელმძღვანელობაა ანტირეიტინგში. მათ რაღაც უნდა იღონონ ამ რეპუტაციული ფსკერიდან ამოსასვლელად, მაგრამ ისინი ირჩევენ არა რეალურ გზებს ხალხის ცხოვრების გასაუმჯობესებლად, არამედ პიარ-მოქმედებებს, ყალბ „გამარჯვებებს“ კონტაქტის ხაზზე. მაგრამ როგორი გამარჯვებებია ეს: დიახ, მათ დაიპყრეს სტარომარიევკა, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის მიღწევა. იქ მხოლოდ მშვიდობიანი, უიარაღო მოსახლეობა ცხოვრობს. გოლმოვსკიში უპილოტო საფრენი აპარატიდან ესროლეს ხალხს, მაგრამ ეს ხომ მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, უდანაშაულო ხალხი. აღარაფერს ვიტყვი იმ ფაქტზე, რომ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება აკრძალულია.
ამერიკული თვითმფრინავი ლვოვის აეროპორტში  - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
„სულ დონბასის გამო“: რას აკეთებს აშშ–ის არმია ევროპაში
კიევს ესმის, რომ თუ ჩვენ პროვოცირებას შეძლებენ და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებში ჩაგვითრევენ, მაშინ შიდა უკრაინელი აუდიტორიისა თუ საერთაშორისო საზოგადოების მთელი ყურადღება ამ თემას დაეთმობა, ანუ უკრაინა შეძლებს საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნებას და ასევე ბონუსებსაც მიიღებს საკუთარი პარტნიორებისგან.
მაგრამ, რაც ყველაზე ცინიკურია, უკრაინელი ჩინოვნიკები გამუდმებით აცხადებენ, რომ ომი აქვთ რუსეთთან, რომ არიან აგრესიის მსხვერპლი, რომ უკრაინას დაცვა სჭირდება. ამის პარალელურად კი, ამ ტყუილის საფარქვეშ, უკრაინული ფორმირებები უბრალოდ ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას.
— დადასტურდა თუ არა კიევის შეტყობინება Bayraktar-ის პირველად გამოყენების შესახებ?
— დიახ, ჩვენ ვიცით, რომ უკრაინული მხარე Bayraktar-ს დაკვირვებისთვის, დაზვერვის მიზნით იყენებდა, მაგრამ ამ დრონებს აქამდე არასდროს გადაუკვეთავთ საკონტაქტო ხაზი. „ბაირახტარის“ საბრძოლო გამოყენების კონკრეტული შემთხვევა არ დადასტურებულა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი ფეიკია. ვიდეო, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა, სადაც თითქოს თურქული უპილოტო თვითმფრინავი ჩვენს პოზიციებს ანადგურებს, ფაქტობრივად არ ემთხვევა ჩვენს ინფორმაციას. მაგრამ კიევში რატომღაც დაჟინებით განაგრძობენ ამაზე ლაპარაკს.
— შეიძლება თუ არა, რომ კიევის განცხადება დონბასში დრონების პირველად გამოყენების შესახებ შეფასდეს, როგორც გარანტორი ქვეყნების შესაძლო რეაქციის მოსინჯვა მათი შემდგომი გამოყენების წინ?
ვითარება უკრაინის დონეცკის ოლქში - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2021
მოსაზრება: რუსეთი არკვევს, რამდენად მზადა დასავლეთი დონბასში ომის განსაახლებლად
— დიდი ალბათობით, ეს არის ნიადაგის მოსინჯვაცა და პროვოკაციაც. სხვათა შორის, როგორც საფრანგეთიდან, ისე გერმანიიდან მიღებულია მკაფიო პოზიცია, რომ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება უნდა შეწყდეს. მაგრამ უკრაინული მხრიდან ჩვენ ვერ ვხედავთ ადეკვატურ პასუხს. მეტიც, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაბედა და განაცხადა, რომ იმის ნაცვლად, შეშფოთება გამოეხატათ „თავდაცვის საშუალებების“ გამოყენებასთან დაკავშირებით (როგორც ამას უკრაინა უწოდებს), საფრანგეთსა და გერმანიას ერჩივნათ „ნორმანდიული ფორმატის“ შეხვედრის ორგანიზებით დაკავებულიყვნენ. დიპლომატიური თვალსაზრისით, ეს საკმაოდ თავხედური პასუხია.
— შეიძლება თუ არა, რომ კიევის ასეთი ქცევა დონბასში, საფრანგეთისა და გერმანიის დაგმობაზე ასეთი რეაქცია, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის უკრაინაში ბოლო ვიზიტს უკავშირდებოდეს? შეიძლებოდა თუ არა, რომ ამ ვიზიტის დროს საომარი მოქმედებების გააქტიურების ნებართვა მიეღოთ?
— ამას ვერ გავიგებთ, იქ არ ვიყავით. მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია. მაგრამ რეალურად ფაქტები აჩვენებს, რომ დონბასში გამწვავება ამ ვიზიტის შემდეგ დაიწყო.
— როგორ შეცვლის უკრაინული ძალების მიერ „ბაირახტარის“ გამოყენება ძალთა ბალანსს დონბასში?
— ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან ძალთა ბალანსზე რაიმე სახის გავლენა მოახდინოს, მაგრამ შეიძლება გავლენა იქონიოს ესკალაციის ხარისხზე. უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება მინსკის შეთანხმებით აკრძალულია. თუ უკრაინა ღიად აღიარებს დრონების გამოყენებას და განაგრძობს მათ გამოყენებას, თანაც არა მხოლოდ სადაზვერვო, არამედ საბრძოლო მიზნებითაც, მაშინ, შესაბამისად, ეს შეიძლება შეფასდეს როგორც უკრაინული მხარის პირდაპირი ოფიციალური გასვლა ცეცხლის შეწყვეტის გაძლიერების ზომებიდან, უვადო ზავიდან და ზოგადად მინსკის პროცესიდან.
დონბასი - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2015
გაერო: დონბასში კონფლიქტს რვა ათასი ადამიანი ემსხვერპლა
ამ მომენტისთვის ჩვენ ველით ეუთოს რეაგირებას როგორც უკრაინული მხარის მიერ მინსკის შეთანხმებების უხეში დარღვევის არსებულ ფაქტებზე, ისე უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებებზე, რომლებშიც ეს დარღვევები ღიად არის დადასტურებული.
— როგორ აფასებთ ეუთოს მისიის, მინსკის შეთანხმებების გარანტორი ქვეყნების წვლილს კონფლიქტის მოგვარების პროცესში?
— მათი, განსაკუთრებით, გარანტორი ქვეყნების წვლილის მნიშვნელობის უარყოფა შეუძლებელია. სწორედ რუსეთის, საფრანგეთისა და გერმანიის შუამავლობით მოეწერა ხელი მინსკის ხელშეკრულებებს. ასევე მნიშვნელოვანია „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტები, რომლებიც კონკრეტულ რეკომენდაციებს ამუშავებენ მინსკის შეთანხმებების გარკვეული პუნქტების განსახორციელებლად. მაგრამ ვისურვებდი მეტ აქტიურობას როგორც მინსკის შეთანხმებების გარანტორების, ისე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მხრიდან უკრაინულ მხარეზე ზეწოლის განხორციელების მიზნით, რათა ხელმოწერილი შეთანხმებები განხორციელდეს. რადგან უკრაინა საკუთარ თავს სულ უფრო მეტი დარღვევების უფლებას აძლევს.
ეუთოს პირად გარანტიებისა და შუამავლების რეაქცია კი საკმაოდ სუსტი და პასიურია. ერთადერთი, ვინც აქტიურად აკეთებს ყველაფერს, რომ კიევი დიპლომატიურ გზაზე დაბრუნდეს, არის რუსეთის ფედერაცია. მაგრამ რუსეთი მარტო ვერ შეძლებს გავლენა მოახდინოს უკრაინულ მხარეზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა აცხადებს, თითქოს რუსეთთან აქვს ომი. საჭიროა სხვა გარანტორების უფრო მეტი გავლენა და ბევრად უფრო აქტიური პოზიცია. ჩვენ მოვისმინეთ „ბაირახტარის“ გამოყენებაზე უარყოფითი შეფასება საფრანგეთიდან და გერმანიიდან, მაგრამ ეს შეფასება საკმაოდ ბუნდოვანია. არ არსებობს მკაფიო და მკაცრი მესიჯი, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყდეს ამ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება, რადგან ეს არის მინსკის შეთანხმებების უხეში დარღვევა. არადა, გარანტორი ქვეყნების ასეთი მტკიცე და დამაჯერებელი რეაქციის გარეშე უკრაინა, დიდი ალბათობით, განაგრძობს ესკალაციას და მშვიდობიანი მოსახლეობის აბუჩად აგდებას.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2021
მოსაზრება: უკრაინამ დაადგინა, როგორ მოუღოს ბოლო მტრებს
— როგორ აფასებთ საკონტაქტო ჯგუფში ეუთოს ახალი კოორდინატორის მიკო კინუენის მუშაობას, და ასევე ეუთოს ახალი წარმომადგენლების საქმიანობას ქვეჯგუფებში?
— კოორდინატორებისგან მეტ მიუკერძოებლობასა და მეტ აქტიურობას ვისურვებდი. თუ რეტროსპექტივას მოვახდენთ, მანამდელმა კოორდინატორებმა უკრაინული მხარის პროვოკაციების საპასუხოდ ბევრად უფრო გასაგები და შესაბამისი პოზიცია დაიკავეს. ისინი მოუწოდებდნენ კიევს, დაბრუნებოდა პატივისცემაზე დაფუძნებულ დიალოგს და ემუშავა სამშვიდობო შეთანხმებების განხორციელებაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკრაინის წარმომადგენლები გამომწვევად იყენებდნენ სამხედრო, მუქარის რიტორიკას, როდესაც ისინი გვთავაზობდნენ მინსკის შეთანხმებების საწინააღმდეგო პროექტებს. ბატონ კინუნენის წინამორბედები მაინც ახერხებდნენ გამოეხატათ უკმაყოფილება უკრაინელი მომლაპარაკებლების ქცევით, რითიც სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაბამის ჩარჩოებში აბრუნებდნენ.
თუმცა საკონტაქტო ჯგუფის ბოლო შეხვედრაზე ეუთოს კოორდინატორისგან პოზიცია საერთოდ არ გამოთქმულა. მართალია, უკრაინის აღმაშფოთებელ განცხადებებს მხარდაჭერა არ მოჰყოლია, მაგრამ არც უარყოფითი რეაქცია დაფიქსირებულა: არც იმის შეხსენება, თუ რა არის მინსკის შეთანხმებები და რა ტერმინების გამოყენება შეიძლება თუ არ შეიძლება, არც იმის თქმა, რომ აუცილებელია მშვიდობიან რიტორიკაში დარჩენა. ოდნავი რეაქციის ნაკლებობაც კი ძალიან ფორმალური მიდგომაა და, რა თქმა უნდა, მას მიუკერძოებელს ვერ ვუწოდებთ. როდესაც ერთ-ერთი მხარე პირდაპირ და გულწრფელად აღიარებს იმ დოკუმენტების დარღვევას, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს ეს პროცესი, საჭიროა შესაბამისი რეაგირება მათგან, ვისი მანდატიც არის „მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის“ ვალდებულება. მაგრამ ასეთი რეაქცია არ არსებობს, ეს, სამწუხაროდ, იწვევს დაძაბულობის კიდევ უფრო გაძლიერებას როგორც მოლაპარაკებების პლატფორმაზე, ისე საკონტაქტო ხაზზე.
ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2021
მოსაზრება: მინსკი-დასავლეთი-მოსკოვი — მოწყვლადი სამკუთხედი, თუ...
— როგორია უახლოეს მომავალში დონბასში სიტუაციის განვითარების ყველაზე სავარაუდო სცენარი?
— ალბათ უკრაინა განაგრძობს მზაკვრულ პროვოკაციებს. მათთვის მომგებიანია ახლა ფართომასშტაბიანი შეიარაღებული შეტაკებების დაწყება, ეს ყურადღებას გადაიტანდა უკრაინის შიდა პრობლემებიდან და ასევე ხელს შეუწყობდა დასავლელი „პარტნიორების“ მხრიდან დახმარების ახალი ტრანშების გამოყოფას. მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ ჩვენ მოვისმენთ უფრო აქტიურ პოზიციას მინსკის შეთანხმებების დასავლელი გარანტორების მხრიდან, და რომ კიევზე განხორციელდება შესაბამისი ზეწოლა, რათა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონობა. თუ გარანტორი ქვეყნებისა და ეუთოს მკაცრი პოზიცია იქნება, მაშინ, ჩვენი აზრით, ის შეძლებს შეაჩეროს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან აგრესია.
— რატომ არ იწყებს კიევი ახლავე აქტიურ საომარ მოქმედებებს, რას ელოდება?
— უკრაინა მთელი თავისი ქმედებებით პროვოცირებას უწევს რესპუბლიკებს, რათა პირველი ნაბიჯები მათ გადადგან. ეს იმისთვის, რომ მერე თავი აგრესიის მსხვერპლად გამოაცხადოს, თქვას, რომ რესპუბლიკებმა დაარღვიეს მინსკის შეთანხმებები, რომ მინსკის შეთანხმებები აღარ არსებობს.
სხვათა შორის, ეს არის უკრაინული მხარის კიდევ ერთი სარგებელი: გამოცხადდეს, რომ ჩვენ გამოვედით მინსკის შეთანხმებებიდან და ეს შეთანხმებები უნდა გადაიწეროს, შეიცვალოს, დაემატოს, მოდერნიზდეს. ეს არის მიზანი, რომლის მისაღწევადაც უკრაინა დიდი ხანია იღწვის, თუმცა ჯერჯერობით წარუმატებლად.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებებს
ყველა ახალი ამბავი
0