გაერო: დონბასში კონფლიქტს რვა ათასი ადამიანი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Дэн Леви / გადასვლა მედიაბანკშიდონბასი
დონბასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაღუპულთა შორის უმეტესობა სამოქალაქო პირია. ადამიანები, უპირატესად, საარტილერიო ცეცხლის დროს იღუპებიან, რომელიც ორივე მხრიდან ხორციელდება, განაცხადა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა კრისტოფ ჰაინსმა.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. უკრაინის აღმოსავლეთში, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, რვა ათასი ადამიანი დაიღუპა, განაცხადა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა კრისტოფ ჰაინსმა.

უკრაინის ხელისუფლებამ გასული წლის აპრილის თვეში ლუგანსკისა და დონბასის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო. დონბასში ვითარების მოგვარების საკითხები მინსკში საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზეც განიხილება. ჯგუფმა გასული წლის სექტემბერის შემდეგ უკვე სამი დოკუმენტი მიიღო, რომლებიც კონფლიქტის დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების რეგლამენტირებას ახდენს.

 „რვა ათასი ადამიანი დაიღუპა. მონიტორინგის მისიის თანახმად, უმეტესი მათგანი სამოქალაქო პირია. ადამიანები, უპირატესად, საარტილერიო ცეცხლის დროს იღუპებიან, ორივე მხარე ისვრის იმ რაიონების მიმართულებით, სადაც ბევრი სამოქალაქო პირია. შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ ბევრი სამხედრო თავის აღჭურვილობას, არტილერიას იმ ადგილებში განალაგებს, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, ეს უამრავი ადამიანის სიკვდილს იწვევს“, — განაცხადა ჰაინსმა. 

გარდა ამისა, ჰაინსის განმარტებით, დაუშვებელია კონფლიქტის ზონაში არ არსებობდეს სამხედროებისა და ადგილობრივ სამოქალაქო მოსახლეობას შორის ურთიერთობების სისტემა. „ამან სიკვდილიანობის შემცირება უნდა გამოიწვიოს, მაგრამ ასეთი სისტემა არ არის“, — განაცხადა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0