ცხოველების ბედის ანაბარა მიტოვების გამო შეიძლება ჯარიმები დაწესდეს

© photo: Sputnik / Stringerძაღლი პარკში
ძაღლი პარკში - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
გამოწერა
ცხოველების დასაცავად საქართველოში კანონის კიდევ ერთი ნორმის ამოქმედებას ვარაუდობენ.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვებაზე შეიძლება ადმინისტრაციული ჯარიმა დაწესდეს. შესაბამისი შესწორებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.
საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებს პარტია „მოქალაქეებიდან" - ლევან იოსელიანსა და ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის.
უპრეცედენტო კანონი: საფრანგეთი ცხოველთა უფლებების დაცვას სასტიკად ამკაცრებს>>
შესწორებების თანახმად, ბედის ანაბარა მიტოვებული ცხოველისთვის ფიზიკური პირი, მისი პატრონი, რომელზეც რეგისტრირებულია ეს ცხოველი, დაჯარიმდება 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 1.500 ლარით.
პატრონის მიერ ძაღლის ან კატის ხელმწორედ მიტოვების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება – ფიზიკური პირი 1.000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე 3.000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
თბილისში უპატრონო ცხოველების დაცვის დღე აღნიშნეს - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2021
თბილისში უპატრონო ცხოველების დაცვის დღე აღნიშნეს - ვიდეო
„მიუსაფარი და უსახლკარო ცხოველების (ძაღლისა და კატის) რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი პატრონების მიერ ცხოველების მიტოვებაა. ბოლო პერიოდში გახშირებულია ცხოველების მიტოვება მეპატრონეების მიერ, რომელთაც მათზე ზრუნვისა და მოვლა-პატრონობის ვალდებულება გააჩნიათ, პრევენციული მექანიზმი კი არ არსებობს", – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში უახლოეს პერიოდში დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0