მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უპრეცედენტო კანონი: საფრანგეთი ცხოველთა უფლებების დაცვას სასტიკად ამკაცრებს

© photo: Sputnik / Stringerმიუსაფარი ძაღლი თავშესაფარში
მიუსაფარი ძაღლი თავშესაფარში - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
გამოწერა
თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთში ცხოველთა დაცვის შესახებ მკაცრი კანონის შემოღება იგეგმება, რაზეც უკვე შეთანხმდნენ პარლამენტის ორივე პალატის წარმომადგენლები შერეული კომისიის სხდომაზე, იუწყება Le mond.
დოკუმენტის ავტორებმა და ზოოდამცველებმა კანონს „ისტორიული“ უწოდეს.
კანონის თანახმად, 2024 წლის 1 იანვრიდან ზოომაღაზიებში ძაღლებისა და კატების გაყიდვა აიკრძალება, რათა იქ ცხოველების არასათანადო პირობებში შენახვა და ასევე მათი იმპულსური შეძენები აღიკვეთოს. ძაღლები და კატები მხოლოს სპეციალიზებულ საიტებზე გაიყიდება, რომელთა მუშაობაც უმკაცრესად გაკონტროლდება. ამასთან შესაძლებელი იქნება მათი თავშესაფრებიდან აყვანაც.
ბიჭუნა და ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2019
მსოფლიო დღეს
იტალიაში ცხოველთა და ბავშვთა უფლებებს ათანაბრებენ: პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს
ამასთან, ცხოველის შეძენა-აყვანამდე პირი ვალდებული იქნება, მიიღოს „ცოდნის სერტიფიკატი“, რათა ამ გზით გაიცხრილოს ის ხალხი, რომელთა ცხოვრების წესი თუ მატერიალური მდგომარეობა შეუფერებელია ცხოველის ბინადრობისთვის. გარდა ამისა, სერტიფიკატში აღნიშნული იქნება ცხოველის მოთხოვნებიც.
ცხოველის აყვანა-შეძენას პირი სერტიფიკატის მიღებიდან შვიდი დღის შემდეგ შეძლებს. ამ „დროებითი კარანტინით“ ის ადამიანებიც გაიცხრილებიან, ვინც გადაწყვეტილება იმპულსურად მიიღო.
ამასთან მკაცრდება სასჯელიც ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის გამოც. თუ აქამდე ცხოველის ქუჩაში გაგდებისთვის ორ წლამდე ციხე და 30 ათასი ევრო იყო ჯარიმა, ახალი კანონის თანახმად, მსგავსი ქმედებისთვის პირს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა და 75 ათასი ევრო ემუქრება ჯარიმის სახით.
მიუსაფარი ძაღლი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2020
თბილისში მიუსაფარ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ბიუჯეტი მცირდება
ცნობილი ხდება ისიც, რომ აიკრძალება ველური ცხოველების კომერციული მიზნებით გამოყენებაც — მათი შეძენა და მოშენება კანონის ძალაში შესვლიდან ორი წლის შემდეგ აიკრძალება, ხოლო ცირკებში მათი „მუშაობა“ — შვიდი წლის შემდეგ.
აკრძალვები ვრცელდება წყლის ცხოველებზეც. ასე მაგალითად, დელფინარიუმებში დელფინებისა და სხვა ვეშაპისნაირთა შენახვა კანონის ამოქმედებიდან უთი წლის შემდეგ აიკრძალება.
რაც შეეხება ცხოველებს, რომლებსაც „მხოლოდ ბეწვის გამო“ ამრავლებენ, მაგალითად, წაულებსა თუ წავებს, მათი მოშენება კანონის ძალაში შესვლისთანავე აიკრძალება.
გავრცელებული ინფორმაციით ფრანგმა დეპუტატებმა კანონს 15 ნოემბერს უნდა უყარონ კენჭი, რის შემდეგაც მას ხელს უკვე პრეზიდენტი მოაწერს.
ყველა ახალი ამბავი
0