ღონისძიებაში დაახლოებით 300 ადამიანი მონაწილეობდა. ბევრი მათგანი საკუთარ ძაღლთან ერთად მივიდა. ღონისძიების ორგანიზება თბილისის მერიისა და სწრაფი მიტანის სამსახურის Glovo მხარდაჭერით მოხდა.
აქციაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავის ძაღლთან - გომბორასთან ერთად იმყოფებოდა. გომბორა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სწორედ გომბორის უღელტეხილზე იპოვა, მისი სახელიც აქედან მოდის.
აქციის მონაწილეებმა გამართეს ფოტოგამოფენა და სუვენირების გაყიდვა, ღონისძიებაზე ასევე აჩუქებდნენ ლეკვებს.
4 აპრილს მაწანწალა ცხოველთა საერთაშორისო დღეა. მისი მიზანია ადამიანებში გააღვივოს ცხოველებისადმი თანაგრძნობა და მათზე მზრუნველობის სურვილი მთელ სამყაროში.