https://sputnik-georgia.com/20211108/saxalxo-damcvelis-warmomadgeneli-saakashvili-mkurnalobaze-uars-acxadebs-261897830.html
სახალხო დამცველის წარმომადგენელი: მიხეილ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს აცხადებს
სახალხო დამცველის წარმომადგენელი: მიხეილ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს აცხადებს
Sputnik საქართველო
როგორც ადრე სახალხო დამცველმა განაცხადა, სააკაშვილის მოთავსება ციხის საავადმყოფოში, სადაც იგი შეიძლება სხვა პატიმრებს შეხვდეს, სარისკოა მისი უსაფრთხოებისთვის. 08.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-08T22:55+0400
2021-11-08T22:55+0400
2021-11-08T23:27+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261893665_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_81ce4225f4ffab48ed5429bc9bd711b3.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობაზე უარს აცხადებს და შიმშილობას აგრძელებს, განაცხადა ჟურნალისტებთან სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მიხეილ ღოღაძემ ციხის საავადმყოფოს დატოვების შემდეგ.სააკაშვილი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში დღეს, საღამოს გადაიყვანეს. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილებისა და გაზრდილი საფრთხის გამო იქნა მიღებული. ღოღაძის თქმით, ექს-პრეზიდენტის ტრანსპორტირება სასწრაფო დახმარების მანქანით განხორციელდა.როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს. მინისტრის განცხადებით, სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფის მიყენების გარდა, ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა დააზიანა.საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას დიდი ხანია სთავაზობდა. თუმცა თავად პოლიტიკოსი და მისი ადვოკატები პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მიზეზად ასახელებდნენ იმას, რომ ციხის საავადმყოფოში სათანადოდ ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი ყოფილი პრეზიდენტის ვერც მკურნალობა და ვერც უსაფრთხოება.რატომ გადაიყვანეს სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში: იუსტიციის მინისტრის განმარტება>>>მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფიანის სიტყვებით, შიმშილობის 39-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია და ახლოსაა კრიტიკულთან.ამჟამად თბილისის ცენტრალურ გამზირზე ოპოზიციონერები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. აქცია რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.
https://sputnik-georgia.com/20211108/giuli-alasania-xelisuflebisgan-saakasvilis-adgilsamyofelis-sesaxeb-zust-informacias-itxovs-261897014.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261893665_127:0:1266:854_1920x0_80_0_0_91a9e9d4dad9eb18a9bff37269d60ccc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სახალხო დამცველის წარმომადგენელი: მიხეილ სააკაშვილი მკურნალობაზე უარს აცხადებს
22:55 08.11.2021 (განახლებულია: 23:27 08.11.2021) როგორც ადრე სახალხო დამცველმა განაცხადა, სააკაშვილის მოთავსება ციხის საავადმყოფოში, სადაც იგი შეიძლება სხვა პატიმრებს შეხვდეს, სარისკოა მისი უსაფრთხოებისთვის.
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობაზე უარს აცხადებს და შიმშილობას აგრძელებს, განაცხადა ჟურნალისტებთან სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მიხეილ ღოღაძემ ციხის საავადმყოფოს დატოვების შემდეგ.
სააკაშვილი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში დღეს, საღამოს გადაიყვანეს. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილებისა და გაზრდილი საფრთხის გამო იქნა მიღებული.
ღოღაძის თქმით, ექს-პრეზიდენტის ტრანსპორტირება სასწრაფო დახმარების მანქანით განხორციელდა.
„ამ წუთებში სააკაშვილი პალატაში იმყოფება მუდმივი დაკვირვების ქვეშ, იზოლირებულია, მის პერიმეტრზე არ არიან პატიმრები. მან პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა მანქანიდან გადმოსვლაზე, ის გადმოიყვანეს და შეასახლეს მე-18 დაწესებულებაში ძალის გამოყენებით. ჩვენ ვაწარმოებთ მონიტორინგს მის საქმესთან და მის გადმოყვანასთან დაკავშირებით. სააკაშვილი აპროტესტებს რუსთავის ციხიდან მე-18 დაწესებულებაში გადაყვანას. იგი უარს აცხადებს მკურნალობაზე და აგრძელებს შიმშილობას. იგი მოითხოვს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას“, – განაცხადა ღოღაძემ.
როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს. მინისტრის განცხადებით, სააკაშვილმა ციხის თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფის მიყენების გარდა, ძვირადღირებული სამედიცინო ტექნიკა დააზიანა.
საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას დიდი ხანია სთავაზობდა. თუმცა თავად პოლიტიკოსი და მისი ადვოკატები პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ და მიზეზად ასახელებდნენ იმას, რომ ციხის საავადმყოფოში სათანადოდ ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი ყოფილი პრეზიდენტის ვერც მკურნალობა და ვერც უსაფრთხოება.
მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფიანის სიტყვებით, შიმშილობის 39-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია და ახლოსაა კრიტიკულთან.
ამჟამად თბილისის ცენტრალურ გამზირზე ოპოზიციონერები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. აქცია რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.