https://sputnik-georgia.com/20211108/ratom-gadaiyvanes-saakasvili-gldanis-cixis-saavadmyofosi-iusticiis-ministris-ganmarteba-261896118.html
რატომ გადაიყვანეს სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში: იუსტიციის მინისტრის განმარტება
რატომ გადაიყვანეს სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში: იუსტიციის მინისტრის განმარტება
Sputnik საქართველო
საქართველოს ექს-პრეზიდენტი რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს. 08.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-08T21:51+0400
2021-11-08T21:51+0400
2021-11-09T08:57+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260209141_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_3b34b46431074f219dc5b4ef57c22a36.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, რომელიც მას ციხეში უტარდებოდა, ამიტომაც ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. იმავე დღეს, 39 დღის წინ მან შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.„ჩვენი ნებისმიერი გადაწვეტილება, რომელიც ემსახურება პატიმრის გადაყვანას ამა თუ იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, მისი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღება. მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, რომელიც მას უტარდებოდა. შესაბამისად, შეიქმნა მზარდი რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო. შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკის მინიმალიზაციისა და პრევენციის გამო მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბრეგაძემ.სააკაშვილის პირადი ექიმი და ადვოკატები, ასევე მისი მხარდამჭერები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ციხის საავადმყოფოში მის გადაყვანას და აცხადებდნენ, რომ დაწესებულება სათანადოდ არ არის აღჭურვილი. გარდა ამისა, ციხის საავადმყოფოში მკურნალობენ დამნაშავეებს, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტისთვის, შესაძლოა, საფრთხეს წარმოადგენდნენ.
https://sputnik-georgia.com/20211108/wylis-wavlis-manqana-da-samedico-danadgarebi-ra-vitarebaa-gldanis-cixesi-261894704.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260209141_0:193:881:854_1920x0_80_0_0_370620a31940c487b9d662795efab89e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
რატომ გადაიყვანეს სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში: იუსტიციის მინისტრის განმარტება
21:51 08.11.2021 (განახლებულია: 08:57 09.11.2021) საქართველოს ექს-პრეზიდენტი რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, რომელიც მას ციხეში უტარდებოდა, ამიტომაც ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. იმავე დღეს, 39 დღის წინ მან შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
„ჩვენი ნებისმიერი გადაწვეტილება, რომელიც ემსახურება პატიმრის გადაყვანას ამა თუ იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, მისი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღება. მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე, რომელიც მას უტარდებოდა. შესაბამისად, შეიქმნა მზარდი რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო. შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკის მინიმალიზაციისა და პრევენციის გამო მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ბრეგაძემ.
სააკაშვილის პირადი ექიმი და ადვოკატები, ასევე მისი მხარდამჭერები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ციხის საავადმყოფოში მის გადაყვანას და აცხადებდნენ, რომ დაწესებულება სათანადოდ არ არის აღჭურვილი. გარდა ამისა, ციხის საავადმყოფოში მკურნალობენ დამნაშავეებს, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტისთვის, შესაძლოა, საფრთხეს წარმოადგენდნენ.