https://sputnik-georgia.com/20211108/giuli-alasania-xelisuflebisgan-saakasvilis-adgilsamyofelis-sesaxeb-zust-informacias-itxovs-261897014.html
გიული ალასანია ხელისუფლებისგან სააკაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ზუსტ ინფორმაციას ითხოვს
გიული ალასანია ხელისუფლებისგან სააკაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ზუსტ ინფორმაციას ითხოვს
Sputnik საქართველო
გიული ალასანია ითხოვს, ექს-პრეზიდენტთან მისი პირადი ექიმი და სახალხო დამცველი დაუშვან 08.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-08T22:16+0400
2021-11-08T22:16+0400
2021-11-08T23:48+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/06/261847704_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_c6e04631cd5090ab3d1a3d61320abb43.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ხელისუფლებისგან მოითხოვს ზუსტ ინფორმაციას მისი შვილის ადგილსამყოფელის შესახებ.ინფორმაცია სააკაშვილის რუსთავის მე-12 ციხიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დღეს საღამოს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს გაკეთდა „ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“.მე და ჩემს შვილიშვილებს დილიდან არ გვიშვებდნენ ჩემს შვილთან სხვადასხვა მიზეზების გამო. მხოლოდ საღამოს ექვსი საათისთვის გაირკვა, რომ ის რუსთავის ციხის ტერიტორიაზე აღარ იყო. არავინ არ იცოდა, სადაა მიხეილ სააკაშვილი, განაცხადა გიული ალასანიამ ბრიფინგზე.მან მოითხოვა, მის შვილთან მისი პირადი ექიმი და სახალხო დამცველი დაუშვან.ხელისუფლება დიდი ხანია სთავაზობდა სააკაშვილს გლდანის ციხის ტერიტორიაზე არსებულ საავადმყოფოში გადაყვანას. მაგრამ თავად პოლიტიკოსი და მისი ადვოკატები მის ჰოსპიტალიზაციას სამოქალაქო კლინიკაში მოითხოვდნენ, რადგან, მათი თქმით, ციხის საავადმყოფოში მისი უსაფრთხოება არ იქნება დაცული.მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად. მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, შიმშილობის 39-ე დღეს მისი მდგომარეობა მძიმეა და კრიტიკულთან მიახლოებულია.
https://sputnik-georgia.com/20211108/ratom-gadaiyvanes-saakasvili-gldanis-cixis-saavadmyofosi-iusticiis-ministris-ganmarteba-261896118.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/06/261847704_113:0:1252:854_1920x0_80_0_0_e364ddc763cb0112c99ef94105944140.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
გიული ალასანია ხელისუფლებისგან სააკაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ზუსტ ინფორმაციას ითხოვს
22:16 08.11.2021 (განახლებულია: 23:48 08.11.2021) გიული ალასანია ითხოვს, ექს-პრეზიდენტთან მისი პირადი ექიმი და სახალხო დამცველი დაუშვან
თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ხელისუფლებისგან მოითხოვს ზუსტ ინფორმაციას მისი შვილის ადგილსამყოფელის შესახებ.
ინფორმაცია სააკაშვილის რუსთავის მე-12 ციხიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დღეს საღამოს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს გაკეთდა „ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე“.
მე და ჩემს შვილიშვილებს დილიდან არ გვიშვებდნენ ჩემს შვილთან სხვადასხვა მიზეზების გამო. მხოლოდ საღამოს ექვსი საათისთვის გაირკვა, რომ ის რუსთავის ციხის ტერიტორიაზე აღარ იყო. არავინ არ იცოდა, სადაა მიხეილ სააკაშვილი, განაცხადა გიული ალასანიამ ბრიფინგზე.
მან მოითხოვა, მის შვილთან მისი პირადი ექიმი და სახალხო დამცველი დაუშვან.
„ჩემი თხოვნა არის, რომ ზუსტად ვიცოდე, სად იმყოფება ჩემი შვილი, მიხეილ სააკაშვილი და ასევე, ჩემი თხოვნა არის, რომ მასთან იყოს დაშვებული მისი პირადი ექიმი და სახალხო დამცველი, ქალბატონი ნინო ლომჯარია“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
ხელისუფლება დიდი ხანია სთავაზობდა სააკაშვილს გლდანის ციხის ტერიტორიაზე არსებულ საავადმყოფოში გადაყვანას. მაგრამ თავად პოლიტიკოსი და მისი ადვოკატები მის ჰოსპიტალიზაციას სამოქალაქო კლინიკაში მოითხოვდნენ, რადგან, მათი თქმით, ციხის საავადმყოფოში მისი უსაფრთხოება არ იქნება დაცული.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. იმავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად. მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, შიმშილობის 39-ე დღეს მისი მდგომარეობა მძიმეა და კრიტიკულთან მიახლოებულია.