„ქართული ოცნება" ოპოზიციის ულტიმატუმს პასუხობს

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
გამოწერა
კობახიძის თქმით, შიმშილობის თემით მანიპულირება მიუღებელია, რადგანაც სააკაშვილი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციის შესაძლო დესტრუქციულ ნაბიჯებზე შესაბამისი რეაგირება ექნება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან ერიკა ოლსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
შაბათს, 6 ნოემბერს, ოპოზიციამ ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად 24-საათიანი ვადა მისცა. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პასუხი არ ყოფილა, ამიტომაც ოპოზიციამ ორშაბათს ახალი საპროტესტო აქცია დააანონსა, რომელზეც სამომავლო სამოქმედო გეგმა გამოცხადდება.

„ულტიმატუმები თავისთვის შეინახონ. თუ რაიმე მცდელობა ექნებათ, რომ დესტრუქციული ნაბიჯები გადადგან, მიიღებენ უმკაცრეს პასუხს", – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, შიმშილობის თემით მანიპულირება მიუღებელია, რადგანაც სააკაშვილი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე.
რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონთან შეხვედრისას განხილულ თემებს, კობახიძის თქმით, მათ იმსჯელეს ქვეყანაში პოსტსაარჩევნო პერიოდზე და სამხრეთ კავკასიისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე.
ოპოზიციამ სააკაშვილის გამო ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2021
ოპოზიციამ სააკაშვილის გამო ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა - ვიდეო
ერიკა ოლსონი სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში საქართველოს ხუთშაბათს ეწვია. მან ქვეყნის პირველ პირებთან და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებთან შეხვედრები უკვე გამართა.
ოლსონის ვიზიტი თბილისში რთული შიდაპოლიტიკური სიტუაციის ფონზე მიმდინარეობს, რომელიც განსაკუთრებით დაიძაბა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ. ქვეყანაში საპროტესტო აქციები ყოველდღე ტარდება.
ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და სხვა ოპოზიციური პარტიები არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და არ ცნობენ შედეგებს, სააკაშვილმა კი საპატიმროდან „პოსტსაარჩევნო რევოლუცია“ დააანონსა და მომხრეებს მობილიზაციისკენ მოუწოდა. ხელისუფლება აცხადებს, რომ არ დაუშვებს არეულობას.
ყველა ახალი ამბავი
0