ოპოზიციამ სააკაშვილის გამო ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა - ვიდეო

გამოწერა
რუსთავის ციხესთან, რომელშიც მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, შაბათს საღამოს მისმა მომხრეებმა დიდი საპროტესტო აქცია გამართეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, თუ რა ხდებოდა აქციაზე
ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას 24 საათს აძლევს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისათვის, რომელმაც შიმშილობა გამოაცხადა 37 დღის წინ, რუსთავის ციხესთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ.
თუ სააკაშვილს არ გადაიყვანენ ჩვეულებრივ კლინიკაში სამკურნალოდ, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება, განაცხადა ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელმა. დანარჩენი მოთხოვნები და სამოქმედო გეგმა გამოცხადდება თავისუფლების მოედანზე, დაამატა ნიკა მელიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია რუსთავის ციხესთან შაბათს საღამოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების ფონზე გაიმართა, რომელიც მასობრივი აქციის ორგანიზატორებს ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში ადანაშაულებდა.
უწყების მონაცემებით, რუსთავსა და თბილისში მიმდინარე პერმანენტული აქციების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს დაბლოკონ სახელმწიფო დაწესებულებები და გზები, რომლებიც რუსთავის ციხე #12-ისკენ მიდის. კერძოდ, მათ სურთ პარლამენტის შენობის, მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, იუსტიციის და შს სამინისტროების პიკეტირება, რათა დაირღვეს მათი მუშაობის რეჟიმი, აღნიშნეს უწყებაში.
ყველა ახალი ამბავი
0