ექიმმა ელენე ხოშტარიას საავადმყოფოში დაწოლა ურჩია

© photo: Sputnikელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
გამოწერა
შიმშილობის მეექვსე დღეს ელენე ხოშტარიამ გონება დაკარგა, პარლამენტში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი და პარლამენტის დეპუტატი ელენე ხოშტარია, რომელიც მეექვსე დღეა შიმშილობს, სასწრაფო დახმარების ექიმმა გასინჯა და მას ჰოსპიტალიზაცია ურჩია.
ელენე ხოშტარიამ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა 3 ნოემბერს გამოაცხადა. მას ერთადერთი მოთხოვნა აქვს – გადაიყვანონ სააკაშვილი მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში.
კახა კუჭავა - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
პარლამენტის თავმჯდომარე მოშიმშილე ელენე ხოშტარიას შეხვდა
მედიკოსის თქმით, ხოშტარიას სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია, მაგრამ გონების დაკარგვის ეპიზოდი საყურადღებოა.

„წნევის ვარდნის ეპიზოდი ჰქონდა, მაგრამ ჩვენი გასინჯვის დროს წნევა 120/70 აქვს, გლუკომეტრითა და სატურაციით გავზომეთ, ყველაფერი ნორმაში აქვს. გონება ჩვენს მოსვლამდე დაკარგა. სასურველია სტაციონარში გადავიდეს“, – განაცხადა ექიმმა.

მისი თქმით, ხოშტარიამ უარი თქვა როგორც მედიკამენტებზე, ისე ჰოსპიტალიზაციაზე.
მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად 1 ოქტომბერს ციხეში შიმშილობა გამოაცხადა. ექს-პრეზიდენტის პირადი ექიმი, მისი ადვოკატები და ახლობლები ყოველდღიურად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ და მის გადაყვანას მოითხოვენ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში. ცოტა ხნის წინ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
რუსთავის ციხესთან გამართული აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ყველა ახალი ამბავი
0