https://sputnik-georgia.com/20211108/mixeil-saakasvili-gldanis-cixis-saavadmyofodsi-gadayvanes-261890644.html
მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს
მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს
Sputnik საქართველო
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ექს-პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე გადაიყვანეს. 08.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-08T19:08+0400
2021-11-08T19:08+0400
2021-11-08T21:50+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/06/261846299_0:211:1140:852_1920x0_80_0_0_39db5b46bfd7eaaefd5c11da1172d172.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.გლდანის ციხეში უკვე მიემართებიან სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც.„ჩემი წარმომადგენლები გზაში არიან და მალე მივლენ გლდანის ციხეში“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად 1 ოქტომბერს ციხეში შიმშილობა გამოაცხადა. მისი პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, შიმშილობის 39-ე დღეს ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და კრიტიკულთან ახლოსაა.მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
https://sputnik-georgia.com/20211108/giuli-alasania-mixeil-saakasvili-cixidan-gadaiyvanes-261889188.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/06/261846299_207:223:1045:852_1920x0_80_0_0_c4c070d3510c48d445722fb3a47ac3bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს
19:08 08.11.2021 (განახლებულია: 21:50 08.11.2021) პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ექს-პრეზიდენტი გლდანის ციხის საავადმყოფოში პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე გადაიყვანეს.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს,
იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.
„ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.
გლდანის ციხეში უკვე მიემართებიან სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც.
„ჩემი წარმომადგენლები გზაში არიან და მალე მივლენ გლდანის ციხეში“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად 1 ოქტომბერს ციხეში შიმშილობა გამოაცხადა. მისი პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, შიმშილობის 39-ე დღეს ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და კრიტიკულთან ახლოსაა.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.