https://sputnik-georgia.com/20211105/awarasi-studenta-daxmarebis-biujeti-gaizarda-261825286.html
აჭარაში სტუდენტთა დახმარების ბიუჯეტი გაიზარდა
აჭარაში სტუდენტთა დახმარების ბიუჯეტი გაიზარდა
Sputnik საქართველო
2021 წელს პროგრამის ფარგლებში აჭარაში 1.200-ზე მეტი სტუდენტი დააფინანსეს. 05.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-05T17:32+0400
2021-11-05T17:32+0400
2021-11-05T22:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/03/249916379_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_0d0f2cfa878c3d3f9d5aaf208c9449f5.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ წარმატებულ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.აჭარაში სტუდენტთა დახმარების ბიუჯეტი 400 ათასი ლარით გაიზარდა და 1,4 მლნ ლარი შეადგინა.2021 წელს სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 900 სტუდენტის დაფინანსება იგეგმებოდა, თუმცა ქვეყანაში კორონაპანდემიის გამო, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ წლის პროგრამის ბიუჯეტი 1,4 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო მომდევნო 2022 წელს მისი ბიუჯეტი 1,5 მლნ ლარით განისაზღვრა.პროგრამა აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება, მისი მიზანი რეგიონში განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაა.აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2021 წელს პროგრამის ფარგლებში 1.200-ზე მეტი სტუდენტი დააფინანსეს.დაფინანსების მისაღებად სტუდენტები სხვადასხვა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ: 2012 წლიდან დღემდე სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 8 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.
https://sputnik-georgia.com/20210908/tbilisis-meria-studentebs-swavlas-daupinansebs-259421199.html
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/03/249916379_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_86337f533bf3cf5d184aa1bcf9356146.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , საქართველოს რეგიონები
აჭარაში სტუდენტთა დახმარების ბიუჯეტი გაიზარდა
17:32 05.11.2021 (განახლებულია: 22:16 05.11.2021) 2021 წელს პროგრამის ფარგლებში აჭარაში 1.200-ზე მეტი სტუდენტი დააფინანსეს.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ წარმატებულ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
აჭარაში სტუდენტთა დახმარების ბიუჯეტი 400 ათასი ლარით გაიზარდა და 1,4 მლნ ლარი შეადგინა.
2021 წელს სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 900 სტუდენტის დაფინანსება იგეგმებოდა, თუმცა ქვეყანაში კორონაპანდემიის გამო, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ წლის პროგრამის ბიუჯეტი 1,4 მლნ ლარამდე გაიზარდა, ხოლო მომდევნო 2022 წელს მისი ბიუჯეტი 1,5 მლნ ლარით განისაზღვრა.
პროგრამა აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ხორციელდება, მისი მიზანი რეგიონში განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2021 წელს პროგრამის ფარგლებში 1.200-ზე მეტი სტუდენტი დააფინანსეს.
დაფინანსების მისაღებად სტუდენტები სხვადასხვა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ:
ყველა მათგანი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად უნდა სწავლობდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. დაფინანსებას ასევე მიიღებენ ის სტუდენტები, რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან. სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლი დედით, მამით, ან უდედმამო. სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები. სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 100.000-ზე. სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. სტუდენტები, რომლებსაც, ან რომელთა მშობლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვთ მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის) სტატუსი. 2012 წლიდან დღემდე სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 8 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.