https://sputnik-georgia.com/20211104/zurabishvilma-iusticiis-sabchoshi-axali-wevrebis-danishvnas-gaugebari-nabiji-uwoda-261781439.html
პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების დანიშვნას „გაუგებარი ნაბიჯი“ უწოდა
პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების დანიშვნას „გაუგებარი ნაბიჯი“ უწოდა
Sputnik საქართველო
სასამართლო რეფორმის მიმართ არასათანადო ყურადღებაზე საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მიუთითეს. მათ პოზიციას იზიარებს ქვეყნის... 04.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-04T11:39+0400
2021-11-04T11:39+0400
2021-11-04T16:15+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260540899_0:0:1400:789_1920x0_80_0_0_ccc62e697f18c74e2be4c0cfde5aa29f.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნეგატიურად შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრის დანიშვნა და მას „გაუგებარი ნაბიჯი“ უწოდა.მოსამართლეთა კონფერენციამ კვირას, 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩია – პირადი მოტივებით გადამდგარი წევრების ნაცვლად.აღნიშნული ნაჩქარევი ნაბიჯი გააკრიტიკეს საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოებმა, რამდენადაც, მათი აზრით, პროცედურა იყო „გაუმჭვირვალე“ და „არაკონკურენტული“. სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ უზრუნველყოს პლატფორმა ამ საკითხის განსახილველად.საერთაშორისო პარტნიორების რჩევების (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ მიეღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება) იგნორირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის დანიშვნას გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩო.დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროცესი არაკონკურენტული და გაუმჭვირვალე იყო, რამდენადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მაშინ აირჩიეს, როცა ქვეყნის ყურადღება თვითმმართველობის არჩევნებისკენ იყო მიპყრობილი. საქართველომ კვლავ შეიძლება დაკარგოს ევროკავშირის დახმარება და ისევ მოსამართლეების გამო>>>მანამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების დანიშვნას ევროკავშირი გამოეხმაურა. როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, საქართველომ უმაღლესი საბჭოს წევრების ნაჩქარევად დანიშვნის გამო კვლავ შეიძლება ფინანსური მხარდაჭერა დაკარგოს. მან პირდაპირ განაცხადა, რომ სწორედ სასამართლო რეფორმის შეუსრულებლობის გამო დაკარგა საქართველომ 2021 წლის სექტემბერში ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება.საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთი კომენტარისას განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეფორმები ჩატარდა, ამ საკითხში ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს.
https://sputnik-georgia.com/20211103/ass-saelco-iusticiis-umarlesi-sabwos-axali-wevrebis-danisvnas-gamoexmaura-261749847.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260540899_155:0:1288:850_1920x0_80_0_0_b9ba03a01fc61200029fc314b3f17faa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში
პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების დანიშვნას „გაუგებარი ნაბიჯი“ უწოდა
11:39 04.11.2021 (განახლებულია: 16:15 04.11.2021) სასამართლო რეფორმის მიმართ არასათანადო ყურადღებაზე საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მიუთითეს. მათ პოზიციას იზიარებს ქვეყნის პრეზიდენტიც.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნეგატიურად შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრის დანიშვნა და მას „გაუგებარი ნაბიჯი“ უწოდა.
მოსამართლეთა კონფერენციამ კვირას, 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩია – პირადი მოტივებით გადამდგარი წევრების ნაცვლად.
აღნიშნული ნაჩქარევი ნაბიჯი გააკრიტიკეს საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოებმა, რამდენადაც, მათი აზრით, პროცედურა იყო „გაუმჭვირვალე“ და „არაკონკურენტული“.
სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ უზრუნველყოს პლატფორმა ამ საკითხის განსახილველად.
„დღეს, ჩვენი გაცხადებული მიზნებიდან გამომდინარე, გვევალება დროული და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ევროპის გზაზე, რასაც ჩვენი პარტნიორებიც მოუთმენლად ელოდებიან ჩვენგან. ამ კუთხით კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა წარმოადგენს ამ ფორმით და ამ დროს გაუგებარ ნაბიჯს. მით უმეტეს, როცა ვიცით, თუ რა ადგილი უკავია იუსტიციის საბჭოს სასამართლო რეფორმის პროცესში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
საერთაშორისო პარტნიორების რჩევების (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ მიეღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება) იგნორირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის დანიშვნას გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩო.
დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროცესი არაკონკურენტული და გაუმჭვირვალე იყო, რამდენადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მაშინ აირჩიეს, როცა ქვეყნის ყურადღება თვითმმართველობის არჩევნებისკენ იყო მიპყრობილი.
მანამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების დანიშვნას ევროკავშირი გამოეხმაურა. როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, საქართველომ უმაღლესი საბჭოს წევრების ნაჩქარევად დანიშვნის გამო კვლავ შეიძლება ფინანსური მხარდაჭერა დაკარგოს. მან პირდაპირ განაცხადა, რომ სწორედ სასამართლო რეფორმის შეუსრულებლობის გამო დაკარგა საქართველომ 2021 წლის სექტემბერში ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება.
საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის საპასუხოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერთ-ერთი კომენტარისას განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეფორმები ჩატარდა, ამ საკითხში ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს.