საქართველომ კვლავ შეიძლება დაკარგოს ევროკავშირის დახმარება და ისევ მოსამართლეების გამო

© photo: Sputnik / Stringerსაქართელოს და ევროკავშირის დროშები
საქართელოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
გამოწერა
ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა კვლავ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები მართლმსაჯულების რეფორმების სფეროში
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ შესაძლოა დაკარგოს ფინანსური დახმარება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის გამო, ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაში.
31 ოქტომბერს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი აირჩია. მიზეზი გახდა საბჭოს ორი წევრის გადადგომა პირადი მიზეზების გამო.
„დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. შესაბამისად, ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ხარისხისა და ამ სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.
ამასთან ჰარცელმა აღნიშნა, რომ ეს უკვე „უკან გადადგმული მეხუთე ნაბიჯია სასამართლო რეფორმის სფეროში ბოლო ოთხი თვის განმავლობაში“.
„ეს მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამბიციური სასამართლო რეფორმის პროცესის დაწყება ფართო, ინკლუზიური და ყველა პარტიის ჩართულობით, გადაუდებელი აუცილებლობაა და საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა ეს ვალდებულება აიღეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა კვლავ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები მართლმსაჯულების რეფორმების კუთხით, რომლებიც ქართველი ხალხის და საქართველო-ევროკავშირის სამომავლო ინტერესებს პასუხობს.
Тбилиси и гора Мтацминда, телевышка - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2021
რამდენით და რატომ გაიზარდა სახელმწიფოს საგარეო ვალი?
„ევროკავშირი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“, - აღნიშნა ჰარცელმა.
ამასთან მან პირდაპირ განაცხადა, რომ სასამართლო რეფორმის პირობების შეუსრულებლობამ საქართველოს 2021 წლის სექტემბერში ევროკავშირის მხრიდან 75 მილიონი ევროს ოდენობით მაკროფინანსური დახმარება დაუკარგა.
სექტემბერში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ გადაწყვიტა, არ აიღოს ევროკავშირის მაკროეკონომიკური დახმარების მეორე ტრანში 75 მილიონი ევროს კრედიტის სახით.
მშენებარე კორპუსი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
აზიის ბანკმა საქართველოში ხელმისაწვდომი საცხოვრებელი სახლების პროექტებისთვის სესხი გამოყო
ამ უარის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლებმა გამოთქვეს უკმაყოფილება საქართველოში სასამართლო რეფორმის ჩატარების ხარისხით და განაცხადეს, რომ საქართველო ისედაც ვერ მიიღებდა აღნიშნულ თანხას.
საპასუხოდ ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა, რომელმაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ რეფორმა განიცადა, ამ საკითხში ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს.
ყველა ახალი ამბავი
0