https://sputnik-georgia.com/20211104/xazarazem-parlaments-mimarta-261795026.html
მამუკა ხაზარაძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტს მიმართა
მამუკა ხაზარაძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტს მიმართა
Sputnik საქართველო
პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით გუშინ ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მიმართა. 04.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-04T17:35+0400
2021-11-04T17:35+0400
2021-11-04T21:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/06/249373933_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_1c9d5718039821beec0e11534c037805.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი − Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო - საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა და ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის განცხადებით მიმართა, იუწყება „პირველი არხი".ხაზარაძის განცხადება უკვე გადაეცა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. კომისიას განცხადების განსახილველად 15 დღე აქვს, შემდეგ საკითხი გადაეცემა პლენარულ სხდომას, სადაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის საჭიროა 51 დეპუტატის ხმა. რაც შეეხება ფრაქციის დანარჩენ წევრებს, ისინი პარლამენტში დარჩნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს. გამონაკლისი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად ჩატარებული კენჭისყრა, რომელთა მხარდაჭერაც მათ სურთ.პარტია „ლელომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ოთხი მანდატი მიიღო. მაისში „ლელოს“ ბაზაზე შეიქმნა ფრაქცია, რომელშიც პარტიის წევრების – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ანა ნაცვლიშვილისა და დავით უსუფაშვილის გარდა, შევიდნენ დამოუკიდებელი დეპუტატები სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, 31 ოქტომბერს პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სადეპუტატო მანდატზე უარი განაცხადა. პოლიტიკოსის თქმით, პარლამენტში მუშაობამ მისთვის აზრი დაკარგა და მან ბრძოლის გაგრძელება ოპოზიციის ქუჩის აქციებთან შეერთების გზით გადაწყვიტა. შემდეგ სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ განცხადებები გააკეთეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ნონა მამულაშვილმა, ანა წითლიძემ, ლევან ვარშალომიძემ, ასევე პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.მანამდე პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 35-ე დღეა შიმშილობს, ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს მოუწოდა, მიბაძონ მამუკა ხაზარაძეს და უარი თქვან მანდატებზე. თუმცა მეორე დღეს სააკაშვილმა თანამოაზრეებს მოუწოდა, უარი არ თქვან სადეპუტატო მანდატებზე და მხოლოდ პარლამენტის ბოიკოტით შემოიფარგლონ.ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით უარი თქვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების აღიარებაზე, რადგან, მათი თქმით, ისინი გაყალბებულია. ოპოზიციამ უკვე დააანონსა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომლებიც მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება.ოპოზიციაში ჯერჯერობით არ არსებობს ერთიანი თვალსაზრისი იმასთან დაკავშირებით, უნდა დატოვოს თუ არა პარლამენტი ყველა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
https://sputnik-georgia.com/20211101/fraqcia-lelo-musaobas-parlamentsi-xazarazis-garese-gaagrzelebs-261680532.html
https://sputnik-georgia.com/20211102/qartuli-opozicia-parlamentis-boikotze-da-merebis-impicmentze-alaparakda-261732111.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/06/249373933_123:0:2852:2047_1920x0_80_0_0_1e65ee1b87b5eafa3b008140949ac799.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
მამუკა ხაზარაძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით პარლამენტს მიმართა
17:35 04.11.2021 (განახლებულია: 21:30 04.11.2021) პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით გუშინ ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მიმართა.
თბილისი, 4 ნოემბერი − Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო - საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა და ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტს სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნის განცხადებით მიმართა, იუწყება „პირველი არხი".
ხაზარაძის განცხადება უკვე გადაეცა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. კომისიას განცხადების განსახილველად 15 დღე აქვს, შემდეგ საკითხი გადაეცემა პლენარულ სხდომას, სადაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტისთვის საჭიროა 51 დეპუტატის ხმა.
რაც შეეხება ფრაქციის დანარჩენ წევრებს, ისინი პარლამენტში დარჩნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადეს. გამონაკლისი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად ჩატარებული კენჭისყრა, რომელთა მხარდაჭერაც მათ სურთ.
პარტია „ლელომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ოთხი მანდატი მიიღო. მაისში „ლელოს“ ბაზაზე შეიქმნა ფრაქცია, რომელშიც პარტიის წევრების – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ანა ნაცვლიშვილისა და დავით უსუფაშვილის გარდა, შევიდნენ დამოუკიდებელი დეპუტატები სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, 31 ოქტომბერს პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სადეპუტატო მანდატზე უარი განაცხადა. პოლიტიკოსის თქმით, პარლამენტში მუშაობამ მისთვის აზრი დაკარგა და მან ბრძოლის გაგრძელება ოპოზიციის ქუჩის აქციებთან შეერთების გზით გადაწყვიტა.
შემდეგ სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ განცხადებები გააკეთეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ნონა მამულაშვილმა, ანა წითლიძემ, ლევან ვარშალომიძემ, ასევე პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
მანამდე პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 35-ე დღეა შიმშილობს, ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს მოუწოდა, მიბაძონ მამუკა ხაზარაძეს და უარი თქვან მანდატებზე. თუმცა მეორე დღეს სააკაშვილმა თანამოაზრეებს მოუწოდა, უარი არ თქვან სადეპუტატო მანდატებზე და მხოლოდ პარლამენტის ბოიკოტით შემოიფარგლონ.
ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით უარი თქვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების აღიარებაზე, რადგან, მათი თქმით, ისინი გაყალბებულია. ოპოზიციამ უკვე დააანონსა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომლებიც მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება.
ოპოზიციაში ჯერჯერობით არ არსებობს ერთიანი თვალსაზრისი იმასთან დაკავშირებით, უნდა დატოვოს თუ არა პარლამენტი ყველა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.