ქართული ოპოზიცია პარლამენტის ბოიკოტზე და მერების იმპიჩმენტზე ალაპარაკდა

© photo: Sputnikანა დოლიძე
ანა დოლიძე - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
გამოწერა
სანამ მთავარი ოპოზიციური პარტია გეგმებს სახავს, წვრილი პარტიების წარმომადგენლებმა უკვე საკუთარი წინადადებები წამოაყენეს.
თბილისი, 2 ნოემბერი − Sputnik. ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება შემდგომ მოქმედებებზე საკრებულოების მანდატებთან დაკავშირებით. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
გამოაცხადეთ ბოიკოტი, უარი არ თქვათ სადეპუტატო მანდატებზე – სააკაშვილი თანაპარტიელებს
ქალაქების საკრებულოებში ოპოზიციის წარმომადგენლობის საკითხი აქტუალური გახდა ოპოზიციის პროტესტის და პარლამენტის ბოიკოტის ფონზე.

„პარტიის გადაწყვეტილება როგორც პარლამენტთან, ასევე საკრებულოებთან მიმართებაში გაკეთდება გუნდურად. მე ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა, რომ მათ შორის ჩვენი ფრაქციის წევრებს გუნდურად მიეღოთ ეს გადაწყვეტილება და ჩართულიყვნენ იმ პროცესში, რომელიც გულისხმობს პარტიისა და ფრაქციის გუნდურობას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძის განცხადებით, მისი პოზიცია არის, რომ საკრებულოს წევრები დარჩნენ საკრებულოებში და ყველა მიმართულებით გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები.

მოულოდნელი წინადადება

სანამ მთავარი ოპოზიციური პარტია გეგმებს სახავს, წვრილი პარტიების წარმომადგენლებმა უკვე საკუთარი წინადადებები წამოაყენეს.
პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
შესაძლოა საკონსტიტუციო შესწორებები ჩავარდეს: რა ხდება პარლამენტში
მაგალითად, პარტიის „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ, რომელსაც ერთადერთი წარმომადგენელი ჰყავს თბილისის ახალ საკრებულოში, იმ საკრებულოებს, სადაც ოპოზიციას უმრავლესობა ჰყავს, „ქართული ოცნებიდან“ გამარჯვებული მერების იმპიჩმენტის გამოცხადების იდეა შესთავაზა.

„ჩვენ ოპოზიციას დღეს ვთავაზობთ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ვუწოდებთ „სახალხო იმპიჩმენტს“. იმ რაიონებში, სადაც ოპოზიციას საკრებულოს უმრავლესობა აქვს, საკრებულოს ოპოზიციურ უმრავლესობას საშუალება აქვს დასვას მერის იმპიჩმენტის საკითხი კანონმდებლობის მიხედვით“, – განაცხადა დოლიძემ.

მთლიანობაში ოპოზიციურ პარტიებს უმრავლესობა ჰყავთ რუსთავის, ბათუმის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს და სენაკის საკრებულოებში. აქედან „ნაცმოძრაობის“ ხელშია უმრავლესობა მხოლოდ ზუგდიდსა და სენაკში. დანარჩენ რეგიონებში უმრავლესობის ფორმირება დამოკიდებულია ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ პოზიციაზე.
მაგრამ მერისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებისთვის ოპოზიციას დასჭირდება საკრებულოს დეპუტატების ორი მესამედის თანხმობა, ხოლო მხარდამჭერთა ასეთი რაოდენობა ოპოზიციას ეყოლება მხოლოდ ზუგდიდში, ისიც გახარიას პარტიის დახმარებით.
ყველა ახალი ამბავი
0