https://sputnik-georgia.com/20211101/fraqcia-lelo-musaobas-parlamentsi-xazarazis-garese-gaagrzelebs-261680532.html
ფრაქცია „ლელო“ მუშაობას პარლამენტში მამუკა ხაზარაძის გარეშე გააგრძელებს
ფრაქცია „ლელო“ მუშაობას პარლამენტში მამუკა ხაზარაძის გარეშე გააგრძელებს
Sputnik საქართველო
ლიდერი მიდის, მაგრამ ფრაქცია რჩება – მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკური ბრძოლის ქუჩაში გაგრძელება გადაწყვიტა. 01.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-01T11:44+0400
2021-11-01T11:44+0400
2021-11-01T16:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/17/250980669_0:26:1079:633_1920x0_80_0_0_d58fd1c9fb36cf7eb91c71fa80bab8ea.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საპარლამენტო ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ რჩება და მუშაობას პარლამენტში განაგრძობს, განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, დეპუტატმა მამუკა ხაზარაძემ ტელეარხ „TV პირველის“ ეთერში.ხაზარაძემ ოპოზიციის აქციაზე 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ პარლამენტში მუშაობამ მისთვის აზრი დაკარგა, ამიტომ ის გამოდის პარლამენტიდან. პოლიტიკოსმა ბრძოლის გაგრძელება ოპოზიციის ქუჩის აქციებთან შეერთების გზით გადაწყვიტა.მამუკა ხაზარაძემ საპარლამენტო მანდატზე უარი განაცხადა>>„ეს არის ჩემი პიროვნული გადაწყვეტილება, რომელიც, რა თქმა უნდა, შევუთანხმე ჩემს თანაგუნდელებს. სხვა ყველა რჩება და ყველა იმ ტრიბუნას გამოვიყენებთ, სადაც ჩვენი წარმომადგენლები არიან, რათა ყველა ფრონტზე ვიყოთ ძლიერები“, – განაცხადა ხაზარაძემ.მისი თქმით, მანდატზე უარის თქმა მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და ფრაქციის დანარჩენი წევრები პარლამენტში რჩებიან.როგორც პოლიტიკოსმა განაცხადა, პარლამენტში მუშაობისას მას უნდოდა თავისი მრავალწლიანი გამოცდილება გაეზიარებინა კოლეგებისთვის, მაგრამ გამოირკვა, რომ ეს არავის სჭირდება, თავად მას კი აგრესიულად, როგორც მტერს, ისე უყურებენ.პოლიტიკოსის თქმით, ის მთელ თავის ენერგიას „ლელოსა“ და კოალიციის გაძლიერებას მოახმარს, რომელიც მეგობრებთან ერთად შეიქმნა. მას სურს მათთან ერთად დაიწყოს ახალი პროექტი და კიდევ უფრო გააძლიეროს კოალიცია. ხაზარაძის განცხადებით, უნდა იფიქრონ ახალი პლატფორმის შექმნაზე, რომელზეც გამოცდილი და ინტელექტუალური ადამიანები, ახალი სახეები გაერთიანდებიან.პარტია „ლელომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ოთხი მანდატი მიიღო. მაისში „ლელოს“ ბაზაზე შეიქმნა ფრაქცია, რომელშიც პარტიის წევრების – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ანა ნაცვლიშვილისა და დავით უსუფაშვილის გარდა, შევიდნენ დამოუკიდებელი დეპუტატები სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.
https://sputnik-georgia.com/20211031/badri-jafarize-saparlamento-mandatis-datovebas-ar-apirebs-261672763.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/17/250980669_101:0:978:658_1920x0_80_0_0_ca7b43186051133feff2cedf3d633b59.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
ფრაქცია „ლელო“ მუშაობას პარლამენტში მამუკა ხაზარაძის გარეშე გააგრძელებს
11:44 01.11.2021 (განახლებულია: 16:45 01.11.2021) ლიდერი მიდის, მაგრამ ფრაქცია რჩება – მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკური ბრძოლის ქუჩაში გაგრძელება გადაწყვიტა.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. საპარლამენტო ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ რჩება და მუშაობას პარლამენტში განაგრძობს, განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, დეპუტატმა მამუკა ხაზარაძემ ტელეარხ „
TV პირველის“ ეთერში.
ხაზარაძემ ოპოზიციის აქციაზე 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ პარლამენტში მუშაობამ მისთვის აზრი დაკარგა, ამიტომ ის გამოდის პარლამენტიდან. პოლიტიკოსმა ბრძოლის გაგრძელება ოპოზიციის ქუჩის აქციებთან შეერთების გზით გადაწყვიტა.
„ეს არის ჩემი პიროვნული გადაწყვეტილება, რომელიც, რა თქმა უნდა, შევუთანხმე ჩემს თანაგუნდელებს. სხვა ყველა რჩება და ყველა იმ ტრიბუნას გამოვიყენებთ, სადაც ჩვენი წარმომადგენლები არიან, რათა ყველა ფრონტზე ვიყოთ ძლიერები“, – განაცხადა ხაზარაძემ.
მისი თქმით, მანდატზე უარის თქმა მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და ფრაქციის დანარჩენი წევრები პარლამენტში რჩებიან.
როგორც პოლიტიკოსმა განაცხადა, პარლამენტში მუშაობისას მას უნდოდა თავისი მრავალწლიანი გამოცდილება გაეზიარებინა კოლეგებისთვის, მაგრამ გამოირკვა, რომ ეს არავის სჭირდება, თავად მას კი აგრესიულად, როგორც მტერს, ისე უყურებენ.
პოლიტიკოსის თქმით, ის მთელ თავის ენერგიას „ლელოსა“ და კოალიციის გაძლიერებას მოახმარს, რომელიც მეგობრებთან ერთად შეიქმნა. მას სურს მათთან ერთად დაიწყოს ახალი პროექტი და კიდევ უფრო გააძლიეროს კოალიცია. ხაზარაძის განცხადებით, უნდა იფიქრონ ახალი პლატფორმის შექმნაზე, რომელზეც გამოცდილი და ინტელექტუალური ადამიანები, ახალი სახეები გაერთიანდებიან.
პარტია „ლელომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ოთხი მანდატი მიიღო. მაისში „ლელოს“ ბაზაზე შეიქმნა ფრაქცია, რომელშიც პარტიის წევრების – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ანა ნაცვლიშვილისა და დავით უსუფაშვილის გარდა, შევიდნენ დამოუკიდებელი დეპუტატები სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.