Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

ბადრი ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატის დატოვებას არ აპირებს

© photo: Sputnikბადრი ჯაფარიძე
ბადრი ჯაფარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
გამოწერა
ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დღეს დეპუტატის მანდატზე უარის თქმა გადაწყვიტა.
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საკუთარი თანამებრძოლის მამუკა ხაზარაძის პოზიციას არ გაიზიარებს და მანდატზე უარის თქმას არ აპირებს.
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
არჩევნები 2021
ნიკა მელიამ ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა
დღეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა და პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პარლამენტში მუშაობას აზრს მოკლებული უწოდა და განაცხადა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს.
„მამუკამ მიიღო ეს გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც გამოთქვა მზადყოფნა მერის მოადგილეობაზე. მე არ ვაპირებ პარლამენტის დატოვებას იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ამასთან, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პარტია გამოიყენებს ყველა სამართლებრივ გზას, რომ დაცული იქნას მათი თანამოქალაქეების ხმები და არ დაუშვას მათი მოპარვა.
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
არჩევნები 2021
მამუკა ხაზარაძემ საპარლამენტო მანდატზე უარი განაცხადა
ოპოზიციონერმა ლიდერებმა თბილისის ცენტრში დღეს შეკრიბეს მხარდამჭერები, რათა მათ თავიანთი გეგმები გააცნონ. მანამდე ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ შაბათს გამართულო ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური „ტოტალურად გაყალბდა“.
შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა.
ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით, „ლელოს“ ეყოლება 3 წარმომადგენელი საკრებულოებში (ორი თბილისში და ერთი ბათუმში).
ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ 2020 წელს დაარსდა და მისი შექმნის იდეა ორ მსხვილ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ეკუთვნოდა.
ყველა ახალი ამბავი
0