საქართველო „მაღალი ამბიციების კოალიციას“ შეუერთდა

© Facebook / Ministry of Environment and Agricultureსაქართველო "მაღალი ამბიციების კოალიციას" შეუერთდა
საქართველო მაღალი ამბიციების კოალიციას შეუერთდა
 - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
გამოწერა
გლაზგოში გაეროს კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენცია, რომელიც 31 ოქტომბერს გაიხსნა, 12 ნოემბრამდე გაგრძელდება.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველო შეუერთდა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას – „მაღალი ამბიციის კოალიციას“, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, გაეროს კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციის (COP26) ფარგლებში, რომელშიც მსოფლიო ლიდერები მონაწილეობენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა „მაღალი ამბიციის კოალიციის” პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
ირაკლი ღარიბაშვილი გლაზგოში გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე სიტყვით წარდგა
თანდილაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კლიმატის კრიზისთან ბრძოლაში ქვეყნების ამბიციის გაზრდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
მან ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს კლიმატის ცვლილების საკითხებში ჯონ კერის აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს სრული მზადყოფნა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად.
გლაზგოში სამიტზე ქართულ დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.
ყველა ახალი ამბავი
0