https://sputnik-georgia.com/20211101/irakli-raribasvili-glazgosi-gaeros-klimatis-cvlilebis-konferenciaze-sityvit-wardga-261704590.html
ირაკლი ღარიბაშვილი გლაზგოში გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე სიტყვით წარდგა
ირაკლი ღარიბაშვილი გლაზგოში გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე სიტყვით წარდგა
Sputnik საქართველო
ყველა ქვეყანამ და რეგიონმა ერთად უნდა იმუშაოს, რათა წინ აღუდგეს კლიმატის კრიზისს, განაცხადა პრემიერმა. 01.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-01T23:23+0400
2021-11-01T23:23+0400
2021-11-02T14:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/01/261703982_0:105:1280:826_1920x0_80_0_0_567c1671650e59f937fb1a6283c87ba6.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. დღეს ჩვენ ყველამ პირობა უნდა დავდოთ ახალგაზრდობის და მომავალი თაობების წინაშე, რომ პლანეტა დედამიწას გავუფრთხილდებით და შევინარჩუნებთ, განაცხადა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის სრულიად იზიარებს გაეროს გენერალური მდივნის კლიმატის ცვლილების ანგარიშში ასახულ მოსაზრებას, რომ ყველა ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ერთობლიობაში არ არის საკმარისი ატმოსფერული სასათბურე აირების შესამცირებლად და საშიშზე დაბალ დონემდე დასაწევად. ამიტომ პარიზის შეთანხმებაში განსაზღვრული ტემპერატურის გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად და გლობალური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად მეტი ამბიცია და ძალისხმევაა საჭირო.პრემიერის თქმით, ბოლო ორ ათწლეულში ულამაზესი მთების, მყინვარწვერებისა და მდინარეების მქონე კავკასიამ მყინვარების 40% დაკარგა. მისი თქმით, ის სრულად იზიარებს იმ შეშფოთებას, რომელიც გაეროს გენმდივნის ანგარიშშია ასახული, როგორც „კაცობრიობის საგანგებო, გარდაუვალი საფრთხე".პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობების ხელმძღვანელებმა, სხვადასხვა დარგების, აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, ტექნიკურმა ექსპერტებმა და დაინტერესებულმა მხარეებმა ყველა ქვეყანასა და რეგიონში ერთობლივად უნდა იმუშაონ, რათა კლიმატის კრიზისს წინ აღუდგნენ.„პატარა და დიდ ქალაქში თუ სოფელში დღეს ყველამ უნდა დავდოთ პირობა ჩვენი ახალგაზრდების და მომავალი თაობების წინაშე, რომ პლანეტა დედამიწას გავუფრთხილდებით და შევინარჩუნებთ. ეს კამათს არ ექვემდებარება და ვალდებული ვართ, ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე გლაზგოში მიმდინარეობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 26-ე კონფერენცია კლიმატის ცვლილების თემაზე (COP26). სამიტში მონაწილეობას იღებს 120-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი, წამყვანი მეცნიერები, ასევე ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
https://sputnik-georgia.com/20211019/saqartvelo-sveicaria-klimatis-sferosi-itanamsromleben-260787577.html
https://sputnik-georgia.com/20210728/klimaturi-cvlilebebi-dedamiwaze-252446262.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/01/261703982_346:125:1152:729_1920x0_80_0_0_640bd8b0055def3ac0ae0ed37b34b4fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ირაკლი ღარიბაშვილი გლაზგოში გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე სიტყვით წარდგა
23:23 01.11.2021 (განახლებულია: 14:13 02.11.2021) ყველა ქვეყანამ და რეგიონმა ერთად უნდა იმუშაოს, რათა წინ აღუდგეს კლიმატის კრიზისს, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. დღეს ჩვენ ყველამ პირობა უნდა დავდოთ ახალგაზრდობის და მომავალი თაობების წინაშე, რომ პლანეტა დედამიწას გავუფრთხილდებით და შევინარჩუნებთ,
განაცხადა გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის სრულიად იზიარებს გაეროს გენერალური მდივნის კლიმატის ცვლილების ანგარიშში ასახულ მოსაზრებას, რომ ყველა ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებები ერთობლიობაში არ არის საკმარისი ატმოსფერული სასათბურე აირების შესამცირებლად და საშიშზე დაბალ დონემდე დასაწევად. ამიტომ პარიზის შეთანხმებაში განსაზღვრული ტემპერატურის გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად და გლობალური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად მეტი ამბიცია და ძალისხმევაა საჭირო.
პრემიერის თქმით, ბოლო ორ ათწლეულში ულამაზესი მთების, მყინვარწვერებისა და მდინარეების მქონე კავკასიამ მყინვარების 40% დაკარგა. მისი თქმით, ის სრულად იზიარებს იმ შეშფოთებას, რომელიც გაეროს გენმდივნის ანგარიშშია ასახული, როგორც „კაცობრიობის საგანგებო, გარდაუვალი საფრთხე".
„საქართველო დასახულ მიზანს მიაღწევს განახლებადი ენერგიის სექტორში დივერსიფიკაციით, ქარისა და მზის ენერგიის წილის გაზრდით საერთო ენერგეტიკულ ბაზარზე; ქვეყნის ურბანული მობილობის ტრანსფორმაციით; დაბალ-ნახშირბადიანი მიდგომების დანერგვით მშენებლობის, მრეწველობისა და ნარჩენების მართვის სფეროებში; კლიმატზე მორგებული ტექნოლოგიებისა და სერვისების განვითარებით; საქართველოს ტყეების მიერ ნახშირბადის შთანთქმის უნარის გაზრდით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობების ხელმძღვანელებმა, სხვადასხვა დარგების, აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, ტექნიკურმა ექსპერტებმა და დაინტერესებულმა მხარეებმა ყველა ქვეყანასა და რეგიონში ერთობლივად უნდა იმუშაონ, რათა კლიმატის კრიზისს წინ აღუდგნენ.
„პატარა და დიდ ქალაქში თუ სოფელში დღეს ყველამ უნდა დავდოთ პირობა ჩვენი ახალგაზრდების და მომავალი თაობების წინაშე, რომ პლანეტა დედამიწას გავუფრთხილდებით და შევინარჩუნებთ. ეს კამათს არ ექვემდებარება და ვალდებული ვართ, ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე გლაზგოში მიმდინარეობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 26-ე კონფერენცია კლიმატის ცვლილების თემაზე (COP26). სამიტში მონაწილეობას იღებს 120-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი, წამყვანი მეცნიერები, ასევე ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.