https://sputnik-georgia.com/20211019/saqartvelo-sveicaria-klimatis-sferosi-itanamsromleben-260787577.html
საქართველო და შვეიცარია კლიმატის ცვლილებების სფეროში ითანამშრომლებენ
საქართველო და შვეიცარია კლიმატის ცვლილებების სფეროში ითანამშრომლებენ
Sputnik საქართველო
ხელშეკრულება ქართულ მხარეს საშუალებას მისცემს, შვეიცარიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელოს ქვეყნისთვის პრიორიტეტული პროექტები კლიმატის ცვლილების... 19.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-19T16:46+0400
2021-10-19T16:46+0400
2021-10-19T20:42+0400
ახალი ამბები
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260676272_0:144:1400:933_1920x0_80_0_0_580ccff7edd7f870fcbc5ab6f306a998.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. შვეიცარიის ქალაქ ბერნში საქართველოსა და შვეიცარიას შორის კლიმატის ცვლილების სფეროში მთავრობათშორისი ხელშეკრულება გაფორმდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.დოკუმენტს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურმა მრჩეველმა, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა სიმონეტა სომარუგამ მოაწერეს.შეხვედრაზე სიმონეტა სომარუგამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილების სფეროში მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოსთვის კონკრეტულ სოციალურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას გულისხმობს.„ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა პარიზის შეთანხმების ფარგლებში ყველასთვის სასიკეთო იქნება და რომ ჩვენ დავნერგავთ მაღალ სტანდარტებს”, – განაცხადა შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურმა მრჩეველმა.ლევან დავითაშვილის თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, ორ ქვეყანას შორის გაფორმდა მთავრობათშორისი შეთანხმება, რომელიც საქართველოში კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებების დაფინანსების საშუალებას იძლევა.ბერნში საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინის სამთავროში რევაზ ლომინაძე ესწრებოდნენ.ქართული დელეგაცია ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ბერნში იმყოფება, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.ბოლო წლებში დედამიწაზე კლიმატის შესამჩნევი ცვლილებები აღინიშნება. ზოგიერთ ქვეყანაში ანომალიური სიცხეებია, ზოგან კი ხანგრძლივი და მკაცრი ზამთარი.საქართველო კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების მონაწილეა. შეთანხმება 2015 წლის 12 დეკემბერს 21-ე კონფერენციის შედეგების მიხედვით პარიზში გაფორმდა. კონფერენცია მიეძღვნა ჩარჩო-კონვენციას კლიმატის ცვლილების შესახებ. ეს პირველი გლობალური შეთანხმებაა კლიმატის შესახებ, რომელიც 190 ქვეყნის მიერ არის ხელმოწერილი და გლობალური დათბობის შესაკავებლად მსოფლიო სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს.
https://sputnik-georgia.com/20210326/davitashvili-mwvane-ekonomikis-ganvitareba-Zalze-mnishvnelovania-251276935.html
https://sputnik-georgia.com/20201213/gaerom-qveynebs-mouwoda-klimatis-sferoSi-sagangebo-mdgomareoba-gamoacxadon-250329406.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260676272_1:259:588:699_1920x0_80_0_0_c8efe8e74ebd97cd2efcb579c66f848f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველო და შვეიცარია კლიმატის ცვლილებების სფეროში ითანამშრომლებენ
16:46 19.10.2021 (განახლებულია: 20:42 19.10.2021) ხელშეკრულება ქართულ მხარეს საშუალებას მისცემს, შვეიცარიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელოს ქვეყნისთვის პრიორიტეტული პროექტები კლიმატის ცვლილების გავლენის შესამცირებლად.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. შვეიცარიის ქალაქ ბერნში საქართველოსა და შვეიცარიას შორის კლიმატის ცვლილების სფეროში მთავრობათშორისი ხელშეკრულება გაფორმდა,
იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
დოკუმენტს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურმა მრჩეველმა, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა სიმონეტა სომარუგამ მოაწერეს.
შეხვედრაზე სიმონეტა სომარუგამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილების სფეროში მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოსთვის კონკრეტულ სოციალურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას გულისხმობს.
„ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა პარიზის შეთანხმების ფარგლებში ყველასთვის სასიკეთო იქნება და რომ ჩვენ დავნერგავთ მაღალ სტანდარტებს”, – განაცხადა შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურმა მრჩეველმა.
ლევან დავითაშვილის თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, ორ ქვეყანას შორის გაფორმდა მთავრობათშორისი შეთანხმება, რომელიც საქართველოში კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებების დაფინანსების საშუალებას იძლევა.
„ეს იქნება კონკრეტული მექანიზმები იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შევუწყოთ ხელი, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ვიზრუნოთ კლიმატის ცვლილების შერბილებაში არა მხოლოდ საქართველოს წვლილის გაზრდაზე, არამედ ვიმოქმედოთ გლობალურად სათბური აირების შემცირებისთვის", – განაცხადა დავითაშვილმა.
ბერნში საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინის სამთავროში რევაზ ლომინაძე ესწრებოდნენ.
ქართული დელეგაცია ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ბერნში იმყოფება, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.
ბოლო წლებში დედამიწაზე კლიმატის შესამჩნევი ცვლილებები აღინიშნება. ზოგიერთ ქვეყანაში ანომალიური სიცხეებია, ზოგან კი ხანგრძლივი და მკაცრი ზამთარი.
საქართველო კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმების მონაწილეა. შეთანხმება 2015 წლის 12 დეკემბერს 21-ე კონფერენციის შედეგების მიხედვით პარიზში გაფორმდა. კონფერენცია მიეძღვნა ჩარჩო-კონვენციას კლიმატის ცვლილების შესახებ. ეს პირველი გლობალური შეთანხმებაა კლიმატის შესახებ, რომელიც 190 ქვეყნის მიერ არის ხელმოწერილი და გლობალური დათბობის შესაკავებლად მსოფლიო სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს.