https://sputnik-georgia.com/20210728/klimaturi-cvlilebebi-dedamiwaze-252446262.html
კლიმატოლოგები: დედამიწაზე სტიქიური უბედურებების შეჩერება უკვე ძალიან ძნელია
კლიმატოლოგები: დედამიწაზე სტიქიური უბედურებების შეჩერება უკვე ძალიან ძნელია
Sputnik საქართველო
გერმანელი მეტეოროლოგის თქმით, ის ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლებსაც დღეს ვეჯახებით, ატმოსფეროში ათობით წლის წინ გატყორცნილ გამონაბოლქვეზე რეაქციაა 28.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-28T17:32+0400
2021-07-28T17:32+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252425211_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_3908d90ff0384d2dfcc27b8854f1d782.jpg
თბილისი, 28 ივლისი —Sputnik. ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლებიც ბოლო პერიოდში ასე ხშირად ხდება მსოფლიოში — იქნება ეს ანომალიური სიცხეები აშშ-ში თუ წყალდიდობები დასავლეთ ევროპაში, კლიმატური ცვლილებების ბრალია, რომლის შეჩერებაც ძალიან ძნელია, წერს სააგენტო Bloomberg-ი.გამოცემის ინფორმაციით, მარტო ბოლო კვირის განმავლობაში 380 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო ჩინეთის ჰენანის პროვინციაში, უგანდაში ადიდებულმა მდინარეებმა 30 სოფელი გადარეცხა, ხოლო მუმბაიში ჩამოწოლილმა მეწყერმა ათობით ადამიანი შეიწირა.გარდა ამისა, იმავე პერიოდში ჰაერის ტემპერატურამ თურქეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში 50 გრადუსს მიაღწია (ცელსიუსით), ხოლო სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში ყინვები იყო.რაც შეეხება ირანს, გასულ კვირაში იქ ბოლო ათწლეულების ყველაზე ცხელი ამინდები იდგა, რამაც ქვეყანაში წყლის ნაკლებობა და მოსახლეობის მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია.როგორც გერმანელი მეტეოროლოგი იოჰანეს კუაასი ამბობს, ყველა ამ კატასტროფის თავი და თავი ის კლიმატური ცვლილებებია, რომლებსაც სათბური გაზების გამოტყორცნა იწვევს.მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კაცობრიობა 2050 წლისთვის ნულამდე შეამცირებს სათბური გაზების ატმოსფეროში გაფრქვევას, პლანეტა მაინც განაგრძობს გახურებას მანამ, „სანამ ახალ ბალანსს არ მიაღწევს“.როგორც მეტეოროლოგმა აღნიშნა, დედამიწა უკვე იმაზე 1,2 გრადუსით ცხელია, ვიდრე ინდუსტრიამდელ პერიოდში იყო. ხოლო საუკუნის ბოლოს, მაშინაც კი, თუ კაცობრიობა გამონაბოლქვის რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, ტემპერატურა პლანეტაზე დაახლოებით ორი გარდუსით მაღალი იქნება.
https://sputnik-georgia.com/20210514/msoplioshi-qalaqebis-meotxedi-klimatis-cvlilebis-gamo-katastrofa-elodeba-251724956.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1a/252425211_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_e7f533de60be5777d63547750d9e0f39.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
კლიმატოლოგები: დედამიწაზე სტიქიური უბედურებების შეჩერება უკვე ძალიან ძნელია
17:32 28.07.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) გერმანელი მეტეოროლოგის თქმით, ის ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლებსაც დღეს ვეჯახებით, ატმოსფეროში ათობით წლის წინ გატყორცნილ გამონაბოლქვეზე რეაქციაა
თბილისი, 28 ივლისი —Sputnik. ბუნებრივი კატაკლიზმები, რომლებიც ბოლო პერიოდში ასე ხშირად ხდება მსოფლიოში — იქნება ეს ანომალიური სიცხეები აშშ-ში თუ წყალდიდობები დასავლეთ ევროპაში, კლიმატური ცვლილებების ბრალია, რომლის შეჩერებაც ძალიან ძნელია, წერს სააგენტო
Bloomberg-ი. გამოცემის ინფორმაციით, მარტო ბოლო კვირის განმავლობაში 380 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო ჩინეთის ჰენანის პროვინციაში, უგანდაში ადიდებულმა მდინარეებმა 30 სოფელი გადარეცხა, ხოლო მუმბაიში ჩამოწოლილმა მეწყერმა ათობით ადამიანი შეიწირა.
გარდა ამისა, იმავე პერიოდში ჰაერის ტემპერატურამ თურქეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში 50 გრადუსს მიაღწია (ცელსიუსით), ხოლო სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში ყინვები იყო.
რაც შეეხება ირანს, გასულ კვირაში იქ ბოლო ათწლეულების ყველაზე ცხელი ამინდები იდგა, რამაც ქვეყანაში წყლის ნაკლებობა და მოსახლეობის მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია.
როგორც გერმანელი მეტეოროლოგი იოჰანეს კუაასი ამბობს, ყველა ამ კატასტროფის თავი და თავი ის კლიმატური ცვლილებებია, რომლებსაც სათბური გაზების გამოტყორცნა იწვევს.
„კლიმატის რეაქცია სათბური გაზების გამოფრქვევაზე მყისიერი არ არის. დათბობა და მასთან დაკავშირებული მოვლენები, რომლებსაც დღეს ვაწყდებით, არის რეაქცია იმ გამოფრქვევებზე, რომლებიც ატმოსფეროში რამდენიმე ათეული წლის წინ მოხვდა“ — ამბობს სპეციალისტი.
მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კაცობრიობა 2050 წლისთვის ნულამდე შეამცირებს სათბური გაზების ატმოსფეროში გაფრქვევას, პლანეტა მაინც განაგრძობს გახურებას მანამ, „სანამ ახალ ბალანსს არ მიაღწევს“.
როგორც მეტეოროლოგმა აღნიშნა, დედამიწა უკვე იმაზე 1,2 გრადუსით ცხელია, ვიდრე ინდუსტრიამდელ პერიოდში იყო. ხოლო საუკუნის ბოლოს, მაშინაც კი, თუ კაცობრიობა გამონაბოლქვის რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს, ტემპერატურა პლანეტაზე დაახლოებით ორი გარდუსით მაღალი იქნება.