თბილისი, 14 მაისი — Sputnik. პლანეტაზე ქალაქების 25%-ს არ აქვს კლიმატური ცვლილებების დამანგრეველი ზემოქმედებისგან დაცვის საშუალებები, იუწყება გამოცემა The Guardian.
მეგაპოლისები სულ უფრო ხშირად აწყდებიან გლობალური დათბობისგან გამოწვეულ პრობლემებს. მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებისგან სათბურის გაზების ემისიების შესახებ მონაცემების კონფიდენციალურად შეგროვების საერთაშორისო პროექტის (CDP) ექსპერტებმა 800 მსხვილი დასახლებული პუნქტი შეამოწმეს და გაირკვა, რომ მათგან 43%-ს არ აქვს კლიმატურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა. ქალაქების მეოთხედს ეკოლოგიურ პროგრამებზე თანხები არ ჰყოფნის, ბევრს კი (კოლუმბუსი, რიო-დე-ჟანეირო, საუთენდი) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების იმედი აქვს.
როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, გასულ წელს 422 ქალაქს კლიმატური კრიზისის ადაპტაციის 1.142 პროექტი ჰქონდა. მათ რეალიზაციაზე 72 მლრდ დოლარამდე დაიხარჯა, თუმცა პროგრამებმა დაფინანსება მაინც ვერ მიიღეს.
ამავე დროს ექსპერტებმა რამდენიმე მეგაპოლისი გამოყვეს, რომლებიც კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციას ცდილობენ. კერძოდ, ესენია ლონდონი, ბრისტოლი, ლოს-ანჯელესი და ათენი.