თბილისი, 18 მაისი — Sputnik. მსოფლიო მასშტაბის საკარანტინო ზომების წყალობით, რა დროსაც წარმოებები გაჩერდა, ქვანახშირსა და ნავთობზე მოთხოვნა შემცირდა, საგზაო ტრაფიკი მკვეთრად შესუსტდა და ავიამიმოსვლა შეწყდა, დედამიწაზე არსებითად შემცირდა ძირითადი სათბური გაზის — ნახშირორჟანგის გამოყოფა, ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) გლობალურ მიმოხილვაში.
სააგენტოს სპეციალისტების თქმით, მიმდინარე წელს СО2-ის გამოფრქვევა რეკორდული 8%-ით შემცირდება. და ეს იმ ფონზე, როდესაც გაერო, პარიზის შეთანხმების ყველაზე ამბიციური მიზნის მისაღწევად, წელიწადში СО2-ის გამოფრქვევის 7,6%-ით შემცირებას მოითხოვდა.
გამოდის, რომ პლანეტაზე კლიმატის შესანარჩუნებლად საკმარისია, რომ კაცობრიობა ყოველწლიურად რამდენიმე კვირით წავიდეს კარანტინზე.
ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევების ცენტრის (CREA) მონაცემებით, აქამდე მსოფლიოში ყველაზე მძიმე ეკოლოგიური ვითარება იყო ჩინეთში. თუმცა მას შემდეგ, რაც 23 იანვარს შემოღებული საკარანტინო ზომების გამო ნახშირის გამოყენება ქვეყანაში 40%-ით დაეცა, შემდგომი ორი კვირის განმავლობაში ნახშირბადის დიოქსიდის დონე 25%-ით, ანუ დაახლოებით 100 მლნ ტონით შემცირდა.
- აღინიშნება, რომ კარანტინის დროს შანხაის მოსახლეობამ დიდი ხნის განმავლობაში პირველად დაინახა ცისფერი ცა.
NASA-ს მიერ გამოქვეყნებულ თანამგზავრულ ფოტოებზე ჩანს, რაოდენ შემცირდა იანვარსა და თებერვალში აზოტის დიოქსიდის (მაღალრეაქტიული გაზი, რომელიც წიაღისეული საწვავის წვის დროს წამოიქმნება და სახიფათოა ფილტვებისთვის) დონე ჩინეთში.
Airborne Nitrogen Dioxide Plummets Over China https://t.co/URfLNy0GZJ #NASA
— NASA Earth (@NASAEarth) February 28, 2020
ევროპული კოსმოსური სააგენტოს (ESA) მონაცემებით, იგივე სურათია ევროპაშიც.
Air pollution remains low as Europeans stay at homehttps://t.co/Nz29vOVLMq pic.twitter.com/oFdEmgXjp6
— dada (@dadababako1966) May 18, 2020
თანამგზავრებიდან მიღებული მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ კარანტინის დროს აზოტის დიოქსიდის გამოფრქვევა ჩინეთში, დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში 40-60%-ით შემცირდა გასულ წელთან შედარებით. ეს რეკორდული მაჩვენებელია 1990-იანი წლების დასაწყისიდან.
როგორი იქნება ცხოვრება ასი წლის შემდეგ: ფუტურისტები სენსაციურ პროგნოზს აქვეყნებენ>>
მეცნიერების გამოთვლით, ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოფრქვევა სიცოცხლის ხანგრძლივობას მსოფლიოში საშუალოდ სამი წლით ამცირებს. ეს კი წელიწადში 8,8 მლნ ნაადრევი სიკვდილია, რაც მოწევით, ყველა გლობალური სამხედრო კონფლიქტითა თუ შიდსით სიკვდილიანობის მაჩვენებელს ბევრად აღემატება. მკვლევარები ამას „დაბინძურებული ჰაერის პანდემიას“ უწოდებენ.
მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ სუფთა ჰაერი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე დადებით გავლენას ახდენს და, ამასთან, ხელს უწყობს პანდემიის შეჩერებას, ვინაიდან ატმოსფერული ჰაერის ხარისხსა და ორგანიზმის უნარს შორის - წინააღმდეგობა გაუწიოს ინფექციებს - მკაფიო კავშირი არსებობს.