https://sputnik-georgia.com/20200506/kacobriobas-ucnobi-virusebi-emuqreba-248415668.html
კაცობრიობას უცნობი ვირუსები ემუქრება: მყინვარების დნობის საფრთხე
კაცობრიობას უცნობი ვირუსები ემუქრება: მყინვარების დნობის საფრთხე
Sputnik საქართველო
ეკოლოგები არ გამორიცხავენ, რომ მყინვარების დნობამ მანამდე „მიძინებული“ უცნობი ვირუსები გააღვიძოს, რომელთა მიმართ ადამიანი მოწყვლადი იქნება. 06.05.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-05-06T14:23+0400
2020-05-06T14:23+0400
2023-07-20T15:35+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24618/43/246184356_102:0:1920:1028_1920x0_80_0_0_f4a2bd97c2349143d23f5fa21c1b4f47.jpg
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24618/43/246184356_284:0:1920:1028_1920x0_80_0_0_a2163c110178f094bedf684fd7b7ca93.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, მსოფლიოს ახალი ამბები
კაცობრიობას უცნობი ვირუსები ემუქრება: მყინვარების დნობის საფრთხე
14:23 06.05.2020 (განახლებულია: 15:35 20.07.2023) ეკოლოგები არ გამორიცხავენ, რომ მყინვარების დნობამ მანამდე „მიძინებული“ უცნობი ვირუსები გააღვიძოს, რომელთა მიმართ ადამიანი მოწყვლადი იქნება.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. კაცობრიობა ახალი და მანამდე უცნობი ვირუსების გაჩენის საფრთხის წინაშე დგას, რისი მიზეზიც გლობალური დათბობა და ადამიანის ბუნებაში აქტიური ჩარევა გახდება, აცხადებს ბიოეკოლოგი, ეკოლოგიისა და ბუნებით სარგებლობის მაგისტრი ლიდია ბელიაევა.
მისი თქმით, უცნობი ვირუსები მყინვარების დნობის კვალდაკვალ გააქტიურდება.
„მყინვარების დნობასთან ერთად შესაძლოა გადნეს მრავალი წლის წინ წარმოქმნილი მიკროორგანიზმების ვირუსები და სპორები. და უცნობია, შეძლებს თუ არა ადამიანის ორგანიზმი წინააღმდეგობა გაუწიოს მათ“, — განმარტა ეკოლოგიის მაგისტრმა.
მეცნიერის თქმით, ადამიანი სულ უფრო და უფრო მეტად ერევა ბუნების საქმეებში, კონტაქტობს ველურ ცხოველებთან და იღებს მათგან უცნობ ვირუსებს.
გარდა ამისა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ეკოლოგიური ვითარების გაუარესების გამო არსებობს ადამიანის იმუნური სისტემის დაქვეითების საფრთხე. ალერგოლოგ-იმუნოლოგი ოლგა პაშჩენკო ამბობს, რომ ადამიანის საქმიანობის გამო წყალსაცავებისა და ნიადაგის დაბინძურება ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერებების მოხვედრას იწვევს. ამის შედეგად იზრდება ალერგიული და აუტოიმუნური რეაქციების რისკი, რაც ადამიანს მოწყვლადს ხდის ვირუსებისა და პათოგენების მიმართ.