პუტინმა და ლუკაშენკომ სამოკავშირეო სახელმწიფოს დეკრეტს მოაწერეს ხელი

© photo: Sputnik / Sergei Guneevალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი
ალექსანდრ ლუკაშენკო და ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
გამოწერა
დეკრეტი ამტკიცებს სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შესახებ ხელშეკრულების დებულებების რეალიზაციის ძირითად მიმართულებებს 2021-2023 წლებისთვის.
თბილისი, 4 ნოემბერი – Sputnik. ვლადიმირ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს სამოკავშირეო სახელმწიფოს საინტეგრაციო დეკრეტს, ასევე მიიღეს და დაამტკიცეს სამხედრო დოქტრინა, იუწყება РИА Новости.

„ვხედავ, პუტინმა მოაწერა ხელი და მეც მოვაწერ”, – თქვა ლუკაშენკომ სამოკავშირეო სახელმწიფოს უმაღლესი სახელმწიფო საბჭოს ონლაინ სხდომაზე.

ლიდერებმა ასევე დაამტკიცეს სამხედრო დოქტრინა და მიიღეს სამიგრაციო პოლიტიკის კონცეფცია.
საპროტესტო აქცია მინსკში - Sputnik საქართველო, 1920, 27.08.2020
შევა თუ არა ბელარუსი რუსეთის შემადგენლობაში: რუსი სენატორის კომენტარი
რუსეთმა და ბელარუსმა ხელი სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის შესახებ შეთანხმებას 1999 წლის 8 დეკემბერს მოაწერეს. დოკუმენტის 20 წლისთავზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს დარგობრივ საგზაო რუკებს.
შემდეგ მოსკოვმა და მინსკმა გადააფორმეს ისინი სამოკავშირეო საინტეგრაციო პროგრამებად. მათი უმეტესობა გათვლილია 2025 წლამდე, ნაწილი 2027 წლამდე. მოსკოვში და მინსკშიც არაერთხელ აღნიშნეს, რომ სამოკავშირეო პროგრამები არ შეიცავს პოლიტიკურ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია სუვერენიტეტის დაკარგვასთან.
ყველა ახალი ამბავი
0