შევა თუ არა ბელარუსი რუსეთის შემადგენლობაში: რუსი სენატორის კომენტარი

© AP Photo / Sergei Gritsსაპროტესტო აქცია მინსკში
საპროტესტო აქცია მინსკში - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსმა სენატორმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომ ბელარუსი შეიძლება რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ ბელარუსი შესაძლოა რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტებს მოსკოვისთვის არასაჭირო მიმართულებას მისცემს, დაწერა რუსმა სენატორმა ალექსეი პუშკოვმა Telegram-არხზე.

დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო
კრემლი კომენტარს არ გააკეთებს: პესკოვმა ბელარუსზე დასმულ შეკითხვას უპასუხა

მისი თქმით, პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ამგვარ ნაბიჯზე არ წავა, ვინაიდან ეს მის არაერთგზის დეკლარირებულ შეხედულებებს ეწინააღმდეგება. ბელარუსის ლიდერი მხარს უჭერს ქვეყნის სუვერენიტეტს და იმედი აქვს, რომ მოსკოვი მინსკს დაეხმარება, რათა მოკავშირე არ დაკარგოს.

„ამიტომ გაერთიანების იდეა <...> საერთოდ არ დგას მისთვის დღის წესრიგში“, — დაასკვნა პუშკოვმა.

ბელარუსში ოპოზიციის მასობრივი საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს ზედიზედ მეექვსე გამარჯვება გამოაცხადა ხმათა 80,1%-ით. ოპოზიციას მიაჩნია, რომ არჩევნებში რეალურად სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გაიმარჯვა. ოფიციალური მონაცემებით, პოლიციამ პროტესტის პირველ დღეებში 6,7 ათასი ადამიანი დააკავა. არეულობაში რამდენიმე ასეული ადამიანი დაშავდა, ხოლო აქციების ოთხი მონაწილე გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0