მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ყალბი ევროპული სერტიფიკატები: ევროკავშირი რუსეთს გამოძიებისკენ მოუწოდებს

© AP Photo / Bela Szandelszkyიმუნური პასპორტი
იმუნური პასპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
გამოწერა
თბილისი, 2 ნოემბერი − Sputnik. ევროკავშირი ელოდება, რომ რუსეთი გამოიძიებს ვაქცინაციაზე ევროპული სერტიფიკატების ფალსიფიცირების შემთხვევებს და მიიღებს აუცილებელ ზომებს, იუწყება მასმედია მოსკოვში ევროკავშირის დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე დაყრდნობით.

„ევროკავშირი ყურადრებით დააკვირდება ამ საკითხს და აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებს. თუ თაღლითობაზე ეჭვები ჩნდება, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ იმ ქვეყნებში, რომლებშიც მსგავს ქმედებებს აქვს ადგილი, მათ შორის რუსეთში, მიღებული იქნება ზომები ამგვარი ეჭვების გამოსაძიებლად და მათზე რეაგირებისთვის“, − აცხადებენ დიპლომატიურ მისიაში.

მანამდე „კასპერსკის ლაბორატორიაში“ განაცხადეს, რომ დარკნეტში ფალსიფიცირებული დოკუმენტის ფასი 300 დოლარია. ამასთან თაღლითები ზოგჯერ კრიპტოვალუტაზეც ყიდიან ვაქცინაციის შესახებ ევროპულ სერტიფიკატს.
ინგლისურ და რუსულ ენებზე გავრცელებულ განცხადებებში ნათქვამია, რომ სერტიფიკატის შეძენის შემთხვევაში კლიენტის სახელი შედის ბაზაში, რის შემდეგაც მას უნიკალური QR-კოდი ენიჭება.
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო, 1920, 31.08.2021
აცრის დამადასტურებელი ყალბი ბარათების დამზადება–გასაღების ფაქტზე შვიდი პირი დააკავეს
ამასთან კლიენტს სთავაზობენ ქვეყნისა და ვაქცინის არჩევას: AstraZeneca-ს, Pfizer/BioNTech-ს, Johnson & Johnson-სა თუ Moderna-ს.
თაღლითები ირწმუნებიან, რომ დოკუმენტის ნამდვილობა, რომელსაც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ქვეყანა გასცემს და რომელიც კლიენტს ელექტრონული ფოსტით ეგზავნება, შეიძლება შემოწმდეს ისეთ სპეციალურ დანართებში, როგორებიცაა: CovPass, CovidCheck, Corona Warn და სხვები.
აღინიშნება, რომ ევროკავშირში ყალბი სერტიფიკატების გამოყენება ისჯება როგორც ფულადი ჯარიმით (რაოდენობა ქვეყანაზეა დამოკიდებული), ისე ექვს წლამდე პატიმრობით. იმ შემთხვევაში, თუ ფალსიფიცირებული სერტიფიკატის მქონე პირი ვინმეს კორონავირუსით დააინფიცირებს, რასაც ლეტალური შედეგი მოჰყვება, ეს შესაძლოა კლასიფიცირებული იყოს როგორც გაუფრთხილებლობით მკვლელობა.
ყველა ახალი ამბავი
0