გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ოფიციალურად არ მიუმართავთ – რას აცხადებენ პარლამენტში

© Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
გამოწერა
სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ კომიტეტს 15-დღიანი ვადა აქვს, რათა განცხადება განიხილოს.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით პარლამენტისთვის ჯერჯერობით არც ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს არ მიუმართავს, იუწყება „პირველი არხი“ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტზე დაყრდნობით.
კომიტეტს მიმართვა არ მიუღია არც „ლელოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძისგან, არც „გირჩის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძისგან და არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან.
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
ფრაქცია „ლელო“ მუშაობას პარლამენტში მამუკა ხაზარაძის გარეშე გააგრძელებს
როგორც კომიტეტში განმარტეს, პარლამენტის წევრის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ კომიტეტს 15-დღიანი ვადა აქვს, რათა განცხადება განიხილოს და შემდეგ პლენარულ სხდომაზე გაიტანოს კენჭისყრისთვის.
სადეპუტატო მანდატზე პირველად უარი პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რათა, როგორც მან თქვა, შეუერთდეს საპროტესტო აქციებს. შემდეგ სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ განცხადებები გააკეთეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ნონა მამულაშვილმა, ანა წითლიძემ, ლევან ვარშალომიძემ, ასევე პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
მანამდე პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 33-ე დღეა შიმშილობს, ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს მოუწოდა, მიბაძონ მამუკა ხაზარაძეს და უარი თქვან მანდატებზე.
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
ზურაბ ჯაფარიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს
ოპოზიციური გაერთიანება, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უდგას სათავეში, არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებს და ამტკიცებს, რომ იგი გაყალბდა. ოპოზიციის ლიდერების თქმით, არჩევნების შედეგებზე იმოქმედა გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობამ და იმან, რომ კენჭისყრა ძალადობის, დაშინებისა და მოსყიდვის ფონზე ჩატარდა.
30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, წალენჯიხის გარდა, ყველგან „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
ყველა ახალი ამბავი
0