https://sputnik-georgia.com/20211101/zurab-jafarize-deputatis-mandats-tovebs-261698585.html
ზურაბ ჯაფარიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს
ზურაბ ჯაფარიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს
Sputnik საქართველო
ოპოზიციური პარტიებიდან მეორე ლიდერმაც გადაწყვიტა საპარლამენტო მანდატზე უარის თქმა. 01.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-01T18:41+0400
2021-11-01T18:41+0400
2021-11-01T22:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260668712_0:192:3067:1917_1920x0_80_0_0_123a0635324fa81f8d498250f865483f.jpg
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატს ტოვებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს მანდატის შეწყვეტის თხოვნით უახლოეს დღეებში მიმართავს და შესაბამის პროცედურებს გაივლის.კვირას ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. მანამდე ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ შაბათს გამართული ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური „ტოტალურად გაყალბდა“.აღსანიშნავია, რომ დღეს ოპოზიციონერებს პარლამენტის დატოვებისკენ ციხეში მყოფმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა. მისი თქმით, „პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია“. მისი აზრით, ოპოზიციონერებმა უნდა „მიბაძონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და „ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო დატოვონ“.პარლამენტის მანდატის დატოვების შესახებ საჯარო განცხადება გუშინ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემაც გააკეთა. ხაზარაძემ ოპოზიციის აქციაზე განაცხადა, რომ პარლამენტში მუშაობამ მისთვის აზრი დაკარგა, ამიტომ ის გამოდის პარლამენტიდან. პოლიტიკოსმა ბრძოლის გაგრძელება ოპოზიციის ქუჩის აქციებში მონაწილეობის გზით გადაწყვიტა.
https://sputnik-georgia.com/20211031/opozicia-aravis-hqondes-iluzia-rom-archevnebs-vagiarebt-261650749.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260668712_175:0:2904:2047_1920x0_80_0_0_aa0a91c961fafbe367cb81e8e483e6f3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ზურაბ ჯაფარიძე დეპუტატის მანდატს ტოვებს
18:41 01.11.2021 (განახლებულია: 22:47 01.11.2021) ოპოზიციური პარტიებიდან მეორე ლიდერმაც გადაწყვიტა საპარლამენტო მანდატზე უარის თქმა.
თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საპარლამენტო მანდატს ტოვებს, იუწყება ტელეკომპანია
„რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს მანდატის შეწყვეტის თხოვნით უახლოეს დღეებში მიმართავს და შესაბამის პროცედურებს გაივლის.
კვირას ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს. მანამდე ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ შაბათს გამართული ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური „ტოტალურად გაყალბდა“.
აღსანიშნავია, რომ დღეს ოპოზიციონერებს პარლამენტის დატოვებისკენ ციხეში მყოფმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა. მისი თქმით, „პარლამენტმა უკვე დაკარგა სახელისუფლებო პლატფორმის ფუნქცია“. მისი აზრით, ოპოზიციონერებმა უნდა „მიბაძონ ხაზარაძეს, დატოვონ პარლამენტი და „ოცნება“ საკუთარ თავთან მარტო დატოვონ“.
პარლამენტის მანდატის დატოვების შესახებ საჯარო განცხადება გუშინ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემაც გააკეთა. ხაზარაძემ ოპოზიციის აქციაზე განაცხადა, რომ პარლამენტში მუშაობამ მისთვის აზრი დაკარგა, ამიტომ ის გამოდის პარლამენტიდან. პოლიტიკოსმა ბრძოლის გაგრძელება ოპოზიციის ქუჩის აქციებში მონაწილეობის გზით გადაწყვიტა.