ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაში მონაწილეობს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovichგლაზგო
გლაზგო - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
გამოწერა
კონფერენციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გლაზგოში 1–2 ნოემბერს გაიმართება, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
ღარიბაშვილთან ერთად გლაზგოში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი გაემგზავრნენ.
უწყების ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილეებს სიტყვით 1 ნოემბერს მიმართავს. მთავრობის მეთაური პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან ერთად, კლიმატის ცვლილებით შექმნილ საფრთხეებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.
ლევან დავითაშვილი და სიმონეტა სომარუგა - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
საქართველო და შვეიცარია კლიმატის ცვლილებების სფეროში ითანამშრომლებენ
კონფერენციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
გაეროს კლიმატის ცვლილებების 26-ე კონფერენციას (COP26) გლაზგო 31 ოქტომბრიდან 12 ნოემბრამდე უმასპინძლებს. სამიტში მსოფლიოს 120-მდე სახელმწიფოს ლიდერი, ასევე ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ყველა ახალი ამბავი
0