Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

დაშინება, მოსყიდვა: რა დარღვევები გამოავლინეს ევროპარლამენტარებმა არჩევნების მეორე ტურში

© photo: Sputnik / Stringerდაპირისპირება არჩევნებზე
დაპირისპირება არჩევნებზე - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
გამოწერა
ევროპარლამენტის დამკვირვებლებმა საქართველოში ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნების მეორე ტურზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ისაუბრეს.
თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ ბევრი საჩივარი ძალადობას ეხებოდა, განაცხადა ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა ინა სენაიდერმა.
30 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ქვეყნის მოსახლეობამ 20 მერი და 42 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩია.
„მეორე ტურში ჩვენმა დაკვირვებამ დაადასტურა, რომ ძალიან ბევრი საჩივარი შემოვიდა ძალადობასთან, ხელისუფლების არასათანადო გამოყენებასთან, წამქეზებელი სიტყვების გამოყენებასთან დაკავშირებით, ძირითადად, ოპოზიციის მიმართ“, - განაცხადა ინა სენაიდერმა.
ევროპარლამენტის დამკვირვებლების ერთი ნაწილი არჩევნების დღეს თბილისს აკვირდებოდა, სადაც დიდ დარღვევებს, ერთი-ორის გარდა, ადგილი არ ქონია.
„საარჩევნო უბნები ყოველთვის არ იყო მოცულობითი, ადგილი არ იყო იმისათვის, რომ კოვიდრეგულაციები დაცული ყოფილიყო. გულწრფელი იმედი მაქვს, ეს კოვიდვითარება არ აისახება თანამშრომლებზე და იქ მონაწილე პირებზე, დისტანცირება მართლაც აუცილებელია“, - აღნიშნა სენაიდერმა.
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
არჩევნები 2021
OSCE/ODIHR: ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური კარგად ორგანიზებული იყო
მისი თქმით, ევროპარლამენტის დამკვირვებლების მეორე გუნდმა ზუგდიდში არეულობები საარჩევნო უბნების მახლობლად დააფიქსირა.
„ჩვენ ვიცით, რომ მედიამ გააშუქა ეს მოვლენა ზუგდიდის რამდენიმე საარჩევნო უბანზე. როგორც ჩანს, ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების დაშინებას. ასევე მოსყიდვის ფაქტების შესახებაც მოგვახსენეს“, - აღნიშნა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.
პოლიცია ზუგდიდში - Sputnik საქართველო, 1920, 30.10.2021
არჩევნები 2021
ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე ისევ ხმაურია
რაც შეეხება ადმინისტრაციულ საზღვარს, აფხაზეთიდან ზუგდიდის მიმართულებით ვერ გადმოვიდნენ, რის გამოც ფაქტობრივად აღეკვეთათ არჩევნის განხორციელების უფლება, აღნიშნა მან.
მან გამოთქვა სურვილი, საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პოლარიზაცია და ყურადღება რეფორმებს დაეთმოს.
„თქვენ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისთვის ნამდვილად სასარგებლო იქნებოდა, თუ პოლარიზაცია შემცირდებოდა. კარგი იქნებოდა, თუ საქართველოს პოლიტიკური კლასი წერტილს დაუსვამდა ამ პოლარიზაციას და უფრო მეტ ყურადღებას გაამახვილებდა თანამშრომლობაზე, რეფორმებზე“, - განაცხადა სენაიდერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება, თუ როგორ შეასრულებს საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს.
ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0