https://sputnik-georgia.com/20211030/zugdidsi-isev-xmauria-261631285.html
ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე ისევ ხმაურია
ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე ისევ ხმაურია
Sputnik საქართველო
ზუგდიდიდ მე–20 საარჩევნო უბანზე ერთმანეთს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 30.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-30T14:33+0400
2021-10-30T14:33+0400
2021-10-30T14:33+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
სამეგრელო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260358371_0:512:2730:2048_1920x0_80_0_0_20634ae27a4f0bc298532af375fa588e.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე კვლავ დაძაბული ვითარებაა, პოლიციას იმ ადამიანების გამოკითხვაზე გადაყვანა სურს, რომლებიც დილით საარჩევნო უბანთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში იღებდნენ მონაწილეობას.ოპოზიციის მხარდამჭერების მტკიცებით, ისინი ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების მოსყიდვის ფაქტს შეესწრნენ, ხოლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ამბობენ, რომ ოპოზიციონერები ზუგდიდელებს სეპარატისტულ განწყობებში ადანაშაულებენ და დაპირისპირებაც სწორედ ამას მოჰყვა.დილით მომხდარ ჩხუბში მონაწილე პირები პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ნებით გადასვლაზე უარს აცხადებენ, რის გამოც ადგილზე ვითარება დაძაბულია.ამ დროისთვის დაკავებულია სულ ხუთი პირი, აქედან ოთხი „მოძრაობა საქართველოსთვის" წევრია, რომლებიც თბილისიდან ზუგდიდში სპეციალურად თვითმმართველობის არჩევნებისთვის არიან ჩასული. მეხუთე დაკავებული კი „ქართული ოცნების" ამომრჩეველია, რომელმაც ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთივე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა და მათ, როგორც პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას, ასევე წვრილმან ხულიგნობას ედავება.საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.
https://sputnik-georgia.com/20211030/dapirispireba-zugdidis-saarcevno-ubanze-261621846.html
საქართველო
სამეგრელო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260358371_682:572:2649:2048_1920x0_80_0_0_970b4a1b8651c7f330daebdf67e2f79c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, სამეგრელო , შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, სამეგრელო , შემთხვევები საქართველოში
ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე ისევ ხმაურია
ზუგდიდიდ მე–20 საარჩევნო უბანზე ერთმანეთს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანზე კვლავ დაძაბული ვითარებაა, პოლიციას იმ ადამიანების გამოკითხვაზე გადაყვანა სურს, რომლებიც დილით საარჩევნო უბანთან მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში იღებდნენ მონაწილეობას.
ოპოზიციის მხარდამჭერების მტკიცებით, ისინი ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეების მოსყიდვის ფაქტს შეესწრნენ, ხოლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ამბობენ, რომ ოპოზიციონერები ზუგდიდელებს სეპარატისტულ განწყობებში ადანაშაულებენ და დაპირისპირებაც სწორედ ამას მოჰყვა.
დილით მომხდარ ჩხუბში მონაწილე პირები პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ნებით გადასვლაზე უარს აცხადებენ, რის გამოც ადგილზე ვითარება დაძაბულია.
ამ დროისთვის დაკავებულია სულ ხუთი პირი, აქედან ოთხი „მოძრაობა საქართველოსთვის" წევრია, რომლებიც თბილისიდან ზუგდიდში სპეციალურად თვითმმართველობის არჩევნებისთვის არიან ჩასული. მეხუთე დაკავებული კი „ქართული ოცნების" ამომრჩეველია, რომელმაც ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთივე პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა და მათ, როგორც პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას, ასევე წვრილმან ხულიგნობას ედავება.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.
ქვეყნის მოსახლეობა 20 მერს და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდა.