Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

არჩევნები-2021: საოლქო კომისიებში 270-ზე მეტი საჩივარი შევიდა

© photo: Sputnik / Stringerარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
გამოწერა
არჩევნების მეორე ტურის დროს დაწერილი საჩივრების უმრავლესობა საპროცედურო დარღვევებს ეხება
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის დროს საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ შესულია 272 საჩივარი, განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
ცესკოს თავმჯდომარის თქმით, აქედან 121 საჩივარი შეიტანეს დამკვირვებლებმა, ხოლო 151 - საარჩევნო სუბიექტებმა. მათი უმრავლესობა საპროცედურო დარღვევებს უკავშირდება.
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
არჩევნები 2021
ცესკომ თბილისში ყველა უბანი დათვალა: ახალი მონაცემები
ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის დროს, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართა, საოლქო კომისიებში 366 საჩივარი შევიდა.
„საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საჩივარს ოთხი დღის ვადაში განიხილავს და შემდგომ ღებულობს გადაწყვეტილებას. ხოლო ამ გადაწყვეტილებების გასაჩივრების ვადა შესაბამის სასამართლოში არის ორი კალენდარული დღე. თავის მხრივ სასამართლოები ასევე ორი კალენდარული დღის განმავლობაში განიხილავენ სარჩელს“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.
ცესკოს თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ასევე ხმების გადათვლის პროცედურას ჩაატარებს. თითოეულ ოლქში, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართა, წილისყრის მეთოდით შეირჩევა ხუთ-ხუთი საარჩევნო უბანი, სადაც ხმების გადათვლა მოხდება. სულ ხმები 150 საარჩევნო უბანზე გადაითვლება.
„რაც არჩევნების გამჭვირვალობის ხარისხის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარანტორია“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2021
არჩევნები 2021
რა დარღვევები დააფიქსირა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ არჩევნების მეორე ტურზე
შაბათს საქართველოში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მოქალაქეები ირჩევდნენ მერებს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის დედაქალაქში და ოთხ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში. გარდა ამისა, 24 ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები გაიმართა.
ამომრჩევლებმა მეორე ტურში არჩევანი გააკეთეს საუკეთესო შედეგების მქონე ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც 2 ოქტომბერს გამართულ პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 50% +1 ხმა ვერ მოიპოვეს.
ამ დროისთვის ცესკომ ყველა საარჩევნო უბნებზე მიღებული ხმების 100% დათვალა.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელი ლიდერობს. დანარჩენ 19 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში უპირატესობა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატების მხარესაა.
ყველა ახალი ამბავი
0