Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

სკანდალი კვლევასთან დაკავშირებით: „მთავარმა არხმა" IPSOS-თან კონტრაქტი გაწყვიტა

© Sputnik / STRINGERნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
გამოწერა
ტელეკომპანია „მთავარის" განცხადებით, უკვე დადგენილია იმ პირის ვინაობა, ვინც დამნაშავეა გამოკითხვის შედეგების გაყალბებაში.
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციურმა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა" საერთაშორისო კვლევით კომპანია IPSOS-თან თანამშრომლობა შეწყვიტა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე გავრცელდა.
ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დაკვეთით კომპანია IPSOS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები არჩევნების წინ დიდი პოლიტიკური სკანდალის საბაბი გახდა. კვლევის შედეგების თანახმად, რომლებიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს ზუგდიდში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მერების არჩევნებში გამარჯვების შანსები აქვთ.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
სკანდალი IPSOS-ის კვლევასთან დაკავშირებით: ვინ გააყალბა მონაცემები
რაც შეეხება თბილისს, აქ მოქმედი მერი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახა კალაძე უსწრებს თავის კონკურენტს – „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ნიკა მელიას.
თუმცა, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა „მთავარი არხის" მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგები გააპროტესტეს და IPSOS-ის უკრაინულ ვებ-გვერდზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ რეალური შედეგების თანახმად ზუგდიდში „ქართული ოცნების" კანდიდატი მამუკა წოწერია იმარჯვებს.
ოპოზიციური ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საპასუხო განცხადებაში ვარაუდი გამოთქვა, რომ IPSOS-ი ხელისუფლებასთან კორუფციულ გარიგებაში შევიდა და ამიტომ კომპანიასთან თანამშრომლობას წყვეტს. შესაბამისად, IPSOS-ი არჩევნების მეორე ტურის დღეს ტელეკომპანიის დაკვეთით ეგზიტპოლებს აღარ მოამზადებს.
ნიკა მელიას საარჩევნო ბანერი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
IPSOS-ის კვლევა მეორე ტურის წინ: თბილისის გარდა ყველა დიდ ქალაქში – პოზიცია თუ ოპოზიცია?
გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ მათ მიერ აღმოჩენილია შედეგების გაყალბებაში დამნაშავე პირი და იდენტიფიცირებულია მიზეზი, რის გამოც მან ეს გააკეთა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ტელეკომპანია გეგმავს შესაძლო კორუფციული გარიგების ფაქტზე გამოძიების დაწყების თხოვნით შესაბამის ორგანოებს მიმართოს.

„მთავარი არხი მიიჩნევს, რომ ამ მკაფიოდ არაპარტნიორული და უკიდურესად საეჭვო საქციელით კომპანია IPSOS-მა მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია. რეპუტაციაშელახული კომპანია კი ვეღარ იქნება ჩვენთვის სანდო და საიმედო პარტნიორი. მით უფრო, ქვეყნისთვის ამ ეგზისტენციალური მნიშვნელობის არჩევნების დროს და, მით უფრო, როცა ვსაუბრობთ ეგზიტპოლზე", – განაცხადა გვარამიამ.

„მთავარი არხის" გენერალური დირექტორის თქმით, ტელეკომპანია IPSOS-ის ამგვარ არაპარტნიორულ ქმედებებს არბიტრაჟში გაასაჩივრებს და მოითხოვს არა მხოლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას, არამედ რეპუტაციული ზიანის ანაზღაურებას და ეგზიტპოლის გაუქმებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებასაც.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ხუთ თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0