IPSOS-ის კვლევა მეორე ტურის წინ: თბილისის გარდა ყველა დიდ ქალაქში – პოზიცია თუ ოპოზიცია?

© photo: Sputnik / Stringerნიკა მელიას საარჩევნო ბანერი
ნიკა მელიას საარჩევნო ბანერი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
გამოწერა
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება. მმართველი პარტია მეორე ტურისთვის ქვეყნის 20 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ემზადება. მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში მმართველი პარტიის მთავარი კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობაა“.
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას თბილისის გარდა ყველა ქალაქში შეძლებენ, ასეთია ტელეკომპანია „მთავარი არხის" დაკვეთით კომპანია IPSOS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
გამოკითხვა ხუთ დიდ ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში ჩატარდა.
„ქართული ოცნების“ აქცია თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
არჩევნები 2021
„ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ“: კახა კალაძემ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
გამოკითხვის შედეგებით, „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს ზუგდიდში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მერების არჩევნებში გამარჯვების შანსები აქვთ.
რაც შეეხება თბილისს, აქ მოქმედი მერი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახა კალაძე უსწრებს თავის კონკურენტს – „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერ ნიკა მელიას.
გამოკითხვის თანახმად, ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:
თბილისი
„ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე – 51,6%
„ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ნიკა მელია – 48,4%
ზუგდიდი
„ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ანზორ მელია – 54,7%
„ქართული ოცნების" კანდიდატი მამუკა წოწერია – 45,3%
რუსთავი
„ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დავით კირკიტაძე – 53,1%
„ქართული ოცნების" კანდიდატი ნინო ლაცაბიძე – 46,9%
ქუთაისი
„ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ხატია დეკანოიძე – 51,7%
„ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი – 48,3%
ბათუმი
„ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი კირთაძე – 51,3%
„ქართული ოცნების" კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი – 48,7%
გამოკითხვა ჩატარდა 23-27 ოქტომბრის პერიოდში. სულ გამოიკითხა 2,6 ათასი რესპონდენტი. მონაცემების ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.
ყველა ახალი ამბავი
0