https://sputnik-georgia.com/20211029/skandali-ipsos-dakavshirebit-vin-gaakalba-monacemebi-261581797.html
სკანდალი IPSOS-ის კვლევასთან დაკავშირებით: ვინ გააყალბა მონაცემები
სკანდალი IPSOS-ის კვლევასთან დაკავშირებით: ვინ გააყალბა მონაცემები
Sputnik საქართველო
ქართული ოპოზიციური არხის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები არ დაემთხვა კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებს 29.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-29T10:21+0400
2021-10-29T10:21+0400
2021-10-29T14:45+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/19/259892488_476:0:4005:1985_1920x0_80_0_0_195394c2ecf65b65b322aee01e6d0e91.jpg
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დაკვეთით კომპანია IPSOS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები არჩევნების წინ დიდი პოლიტიკური სკანდალის საბაბი გახდა.„მთავარმა არხმა" IPSOS-ის კვლევის შედეგები ოთხშაბათს გაავრცელა, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს ზუგდიდში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მერების არჩევნებში გამარჯვების შანსები აქვთ.რაც შეეხება თბილისს, აქ მოქმედი მერი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახა კალაძე უსწრებს თავის კონკურენტს – „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ნიკა მელიას. მაგრამ მეორე დღეს მმართველმა პარტიამ ბრიფინგი ჩაატარა და გამოკითხვის მონაცემები გააპროტესტა, რადგან „მთავარი არხის“ მიერ გამოცხადებული და Ipsos-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები ერთმანეთს არ დაემთხვა.კომპანიის ვებ-გვერდზე გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებამ „მთავარი არხის" ხელმძღვანელობის უკმაყოფილება გამოიწვია.„სრულიად გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია თავისი დიდი ხნის კეთილსაიმედო პარტნიორი კომპანიის Ipsos Global-ის პოზიციას პირველად ისმენს „ქართული ოცნების" მიერ გამართულ ბრიფინგზე. იმედს ვიტოვებთ, რომ სამწუხარო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და უახლოეს საათებში მივიღებთ შესაბამის ახსნა-განმარტებას და ეს ინციდენტი ამით ამოიწურება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ საკუთარ პოზიციას ხვალ, 12:00 საათზე გავაცნობთ საზოგადოებას", – განაცხადა „მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.ტელეკომპანია „მთავარმა არხმა" კომპანია IPSOS-ს არჩევნების წინ არა მარტო გამოკითხვები, არამედ კენჭისყრის დღეს ეგზიტპოლებიც დაუკვეთა.
https://sputnik-georgia.com/20211028/ipsos-kvleva-archevnebis-meoreturis-win-261554310.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/19/259892488_917:0:3564:1985_1920x0_80_0_0_394f69c13c3d5300778769321652075d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სკანდალი IPSOS-ის კვლევასთან დაკავშირებით: ვინ გააყალბა მონაცემები
10:21 29.10.2021 (განახლებულია: 14:45 29.10.2021) ქართული ოპოზიციური არხის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები არ დაემთხვა კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებს
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დაკვეთით კომპანია IPSOS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები არჩევნების წინ დიდი პოლიტიკური სკანდალის საბაბი გახდა.
„მთავარმა არხმა" IPSOS-ის კვლევის შედეგები ოთხშაბათს გაავრცელა, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებს ზუგდიდში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მერების არჩევნებში გამარჯვების შანსები აქვთ.
რაც შეეხება თბილისს, აქ მოქმედი მერი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი კახა კალაძე უსწრებს თავის კონკურენტს – „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ნიკა მელიას.
მაგრამ მეორე დღეს მმართველმა პარტიამ ბრიფინგი ჩაატარა და გამოკითხვის მონაცემები გააპროტესტა, რადგან „მთავარი არხის“ მიერ გამოცხადებული და Ipsos-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები ერთმანეთს არ დაემთხვა.
„ფაქტები ადასტურებს, რომ ეს კვლევა მანიპულაციაა. ზუგდიდში „ნაცმოძრაობას" ხმები 5-6%-ით მომატებული აქვს, მაშინ როცა Ipsos-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული შედეგებით ზუგდიდში „ქართული ოცნების" კანდიდატი მამუკა წოწერია იმარჯვებს", – განაცხადა მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა Ipsos-ის უკრაინულ ვერსიაზე გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
კომპანიის ვებ-გვერდზე გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებამ „მთავარი არხის" ხელმძღვანელობის უკმაყოფილება გამოიწვია.
„სრულიად გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ ტელეკომპანია თავისი დიდი ხნის კეთილსაიმედო პარტნიორი კომპანიის Ipsos Global-ის პოზიციას პირველად ისმენს „ქართული ოცნების" მიერ გამართულ ბრიფინგზე. იმედს ვიტოვებთ, რომ სამწუხარო გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და უახლოეს საათებში მივიღებთ შესაბამის ახსნა-განმარტებას და ეს ინციდენტი ამით ამოიწურება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ საკუთარ პოზიციას ხვალ, 12:00 საათზე გავაცნობთ საზოგადოებას", – განაცხადა „მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
ტელეკომპანია „მთავარმა არხმა" კომპანია IPSOS-ს არჩევნების წინ არა მარტო გამოკითხვები, არამედ კენჭისყრის დღეს ეგზიტპოლებიც დაუკვეთა.