მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩინეთში საწვავის უკმარისობაა – დაწესებულია შეზღუდვები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliავტოგასამართი სადგური
ავტოგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
გამოწერა
თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. ჩინეთის ავტოგასამართი სადგურების უმეტესობაზე საწვავის ნორმირებულად გაცემა დაიწყო, რაც ქვეყანაში ენერგეტიკული კრიზისითაა გამოწვეული, იუწყება BBC.
როგორც ადგილობრივი სოციალური ქსელის Weibo-ს მომხმარებლები წერენ, სატვირთო ავტომობილების მძღოლებს მთელი დღეების განმავლობაში უწევთ რიგებში დგომა საწვავით შესავსებად.
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
რატომ ძვირდება ბენზინი საქართველოში: ნათია თურნავას განმარტება
ამასთან ერთ სატვირთოზე მხოლოდ 100 ლიტრი საწვავის გაცემაა დაშვებული, რაც ავტომობილის ავზის მხოლოდ მეთედს ავსებს.
გამოცემის ინფორმაციით, ჩინეთის ზოგ ნაწილში კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს: ზოგ რეგიონში მძღოლებს მხოლოდ 25 ლიტრი საწვავის შეძენის უფლება აქვთ, ზოგან კი მძღოლებს დამატებით 300 იუანის (47 აშშ დოლარი) გადახდა უწევთ საწვავში.
ВВС-ს მონაცემებით, არსებულმა ვითარებამ შეიძლება კიდევ უფრო გააღრმავოს პანდემიით შექმნილი გლობალური ლოგისტიკური კრიზისი. საწვავის დეფიციტი გავლენას მოახდენს დიდ დისტანციებზე ტვირთების გადაზიდვებზე, რაც შემდეგ ვაჭრობის მოცულობაზე აისახება.
სექტემბრის ბოლოს ანალოგიურ პრობლემებს გადააწყდა დიდი ბრიტანეთიც, როდესაც ქვეყანაში ავტოგასამართი სადგურების თითქმის ნახევარი საწვავის გარეშე დარჩა. ამ დროისათვის, ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, ბრიტანეთში საწვავის დეფიციტი აღმოფხვრილია, მოთხოვნა სამჯერ შემცირდა, ხოლო საცავები 45%-ით შეივსო.
ყველა ახალი ამბავი
0