https://sputnik-georgia.com/20211018/ratom-zvirdeba-benzini-saqartvelosi-natia-turnavas-ganmarteba-260664662.html
რატომ ძვირდება ბენზინი საქართველოში: ნათია თურნავას განმარტება
რატომ ძვირდება ბენზინი საქართველოში: ნათია თურნავას განმარტება
Sputnik საქართველო
ეროვნული ვალუტის სტაბილურობა საწვავის ფასების ზრდის შემაკავებელი ფაქტორია, მიიჩნევს მინისტრი 18.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-18T22:37+0400
2021-10-18T22:37+0400
2021-10-18T22:38+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/51/248475130_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_7d96ad5654aae613c602e858d692514d.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში საწვავის ფასების ზრდა უკავშირდება ნავთობის გაძვირებას მსოფლიო ბაზრებზე, განაცხადა ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.ახალი სტატისტიკით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ მოსალოდნელზე მაღალი – 12,8% შეადგინა, მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში. ერთ წელიწადში ფასები გაიზარდა სურსათზე, ტრანსპორტზე, ჯანდაცვაზე, ავეჯზე, კომუნალურ მომსახურებასა და საავტომობილო საწვავზე.მინისტრის განცხადებით, ამის მიუხედავად საწვავის ფასის ზრდის ტენდენციას გარკვეულწილად აკავებს ლარის სტაბილურობა.ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ბოლო დროს მსოფლიოში ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, 1 სექტემბრიდან ლონდონის ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა 14,7%-ით და შეადგენს 83,65 დოლარს ბარელზე, რაც 2018 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ნიუ-იორკის ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა 17,4%-ით და დღეისათვის ის შეადგენს 80,52 დოლარს ბარელზე - ეს 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩენებელია.რაც შეეხება საწვავის ფასებს საცალო ქსელებში, სექტემბერში ფასები არ შეცვლილა. ხოლო ოქტომბერში საბითუმო ბაზარზე დაფიქსირდა საწვავზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა, რამაც ბოლო დღეებში ზოგიერთ არაბრენდულ ავტოგასამართ სადგურზე ფასების ზრდა გამოიწვია.
https://sputnik-georgia.com/20211018/saqartvelos-erovnuli-bankis-rezervebi-semcirda-260640036.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/51/248475130_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_f76b132bb4dcd4875b2c877ac6e89ecf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა
რატომ ძვირდება ბენზინი საქართველოში: ნათია თურნავას განმარტება
22:37 18.10.2021 (განახლებულია: 22:38 18.10.2021) ეროვნული ვალუტის სტაბილურობა საწვავის ფასების ზრდის შემაკავებელი ფაქტორია, მიიჩნევს მინისტრი
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში საწვავის ფასების ზრდა უკავშირდება ნავთობის გაძვირებას მსოფლიო ბაზრებზე, განაცხადა ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
ახალი სტატისტიკით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ მოსალოდნელზე მაღალი – 12,8% შეადგინა, მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში. ერთ წელიწადში ფასები გაიზარდა სურსათზე, ტრანსპორტზე, ჯანდაცვაზე, ავეჯზე, კომუნალურ მომსახურებასა და საავტომობილო საწვავზე.
„ზოგადად, ინფლაცია არის პრობლემა, მაღალი ინფლაცია პოსტკოვიდ ვითარებაში ისეთი პრობლემაა, რომელსაც ბევრი ქვეყანა შეეჯახა. წინა თვეში სტატისტიკურად პირველად გვქონდა კლების ნიშანი. მომავალ წელს ეს პრობლემა დასტაბილურდება და ინფლაცია თავის ნიშნულს დაუბრუნდება”, - განაცხადა თურნავამ.
მინისტრის განცხადებით, ამის მიუხედავად საწვავის ფასის ზრდის ტენდენციას გარკვეულწილად აკავებს ლარის სტაბილურობა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ბოლო დროს მსოფლიოში ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, 1 სექტემბრიდან ლონდონის ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა 14,7%-ით და შეადგენს 83,65 დოლარს ბარელზე, რაც 2018 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ნიუ-იორკის ბირჟაზე ნავთობის ფასი გაიზარდა 17,4%-ით და დღეისათვის ის შეადგენს 80,52 დოლარს ბარელზე - ეს 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩენებელია.
რაც შეეხება საწვავის ფასებს საცალო ქსელებში, სექტემბერში ფასები არ შეცვლილა. ხოლო ოქტომბერში საბითუმო ბაზარზე დაფიქსირდა საწვავზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა, რამაც ბოლო დღეებში ზოგიერთ არაბრენდულ ავტოგასამართ სადგურზე ფასების ზრდა გამოიწვია.
დღეისათვის ბრენდირებული ავტოგასამართი სადგურების ქსელებში ერთი ლიტრი ბენზინის ფასია: სუპერის ტიპის ბენზინი - 3,15-3,26 ლარი, პრემიუმის ტიპის ბენზინი — 3,07-3,18 ლარი, რეგულარის ტიპის ბენზინი — 2,81-3,09 ლარი, ევრო დიზელის საწვავი - 2,87-3,07 ლარი, დიზელის - 2,64-2,99 ლარი.