„Sputnik–ესტონეთის“ საქმე სასამართლოში ბრუნდება

© photo: Sputnik / Vadim AntsupovSputnik-ესტონეთი
Sputnik-ესტონეთი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
გამოწერა
თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებები მცდარი იყო, მიაჩნიათ ესტონეთის სახელმწიფო სასამართლოში.
საინფორმაციო პორტალი „Sputnik–ესტონეთი“ ერთ წელზე მეტი ხნის წინ დაიხურა ესტონეთის ხელისუფლების ზეწოლით. მაგრამ ახლა სააგენტოს საქმე კვლავ ბრუნდება სასამართლოში განსახილველად — ესტონეთის სახელმწიფო სასამართლომ აღიარა, რომ გამოცემის წინააღმდეგ პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის რამდენიმე ქმედება არასწორი იყო.
საუბარია ფულის გათეთრების შესახებ მონაცემთა ბიუროს 2019 წლის საქმიანობაზე. იმ დროს ორგანიზაცია ესტონეთის პოლიციისა და საზღვრის დაცვის საბჭოს ქვედანაყოფი იყო, რომელმაც ულტიმატუმის წერილები დაუგზავნა Sputnik-ის ყველა თანამშრომელს: მათ ან უნდა შეეწყვეტათ თანამშრომლობა სააგენტოსთან, ან დაისჯებოდნენ „ევროპული სანქციების დაუცველობის“ მუხლით.
ელენა ჩერიშევა და კირილ ვიშინსკი  - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2020
ელენა ჩერიშევა: ესტონეთის ხელისუფლება რუსულ მედიასაშუალებებს დევნის
ფულის გათეთრების შესახებ მონაცემთა ბიუროს წერილები ასევე მიიღო კომპანიამ, რომლისგანაც სააგენტო „Sputnik–ესტონეთი“ ოფისს ქირაობდა. ბიუროს ცნობით, სანქციებში ესტონეთის ხელისუფლება გულისხმობს ევროკავშირის საბჭოს 2014 წლის 17 მარტის რეზოლუციას Россия сегодня-ს გენერალური დირექტორის დმიტრი კისელიოვის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ.
საქმე ისაა, რომ Россия сегодня, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა „Sputnik–ესტონეთი“, არ ირიცხებოდა არც ერთ სანქციების სიაში, შეზღუდვები პირადად დმიტრი კისელიოვს ეხებოდა. მიუხედავად ამისა, ფულის გათეთრების მონაცემთა ბიურო ამტკიცებდა, რომ პირებისთვის, რომლებიც თანამშრომლობდნენ სააგენტოსთან, შეიძლებოდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებინათ.
ამის პარალელურად საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ში დაებადათ შეკითხვა: არის თუ არა ბიუროს ქმედება მართლზომიერი? სარჩელში, რომელიც სააგენტომ წარადგინა სასამართლოში, ზუსტდებოდა: ფულის გათეთრების შესახებ მონაცემთა ბიუროს არ გააჩნია უფლებამოსილება, მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც „Sputnik–ესტონეთის“ შრომით და ასევე საიჯარო ხელშეკრულებებს უკავშირდება.
რადიო Sputnik-ის რედაქცია - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2019
მსოფლიო დღეს
საერთაშორისო სააგენტომ ესტონეთის პოლიციას შუამდგომლობით მიმართა
მაგრამ ტალინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ და ტალინის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილეს Россия сегодня-ს სარჩელი, რის შემდეგაც საჩივარი ესტონეთის სახელმწიფო სასამართლოში გადამისამართდა. იქ კი დაუშვეს, რომ თუ ბიურომ კომპეტენციას გადააჭარბა, მაშინ ორი წინა სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა არასწორი იყოს.
ამგვარად, სააგენტოს საჩივარი ტალინის ადმინისტრაციულ სასამართლოში ბრუნდება ახალი განხილვისთვის.
მანამდე ესტონეთის ხელისუფლების პოზიცია „Sputnik–ესტონეთის“ მიმართ გააკრიტიკა ეუთოს მედიათავისუფლების საკითხების წარმომადგენელმა არლემ დეზირმა. 2019 წლის დეკემბერში დეზირმა მოუწოდა ესტონეთს, თავი შეეკავებინა სააგენტოზე ზეწოლისგან და აღნიშნა, რომ რედაქციისთვის მუშაობის შეზღუდვა საჭირო არ იყო. როგორც დეზირი წერდა საკუთარ Twitter-ზე, „ამას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა ინფორმაციის თავისუფალ ნაკადზე“.
ეუთოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2019
შეწყვიტეთ შეზღუდვა: ეუთოს წარმომადგენელმა სააგენტოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
მიუხედავად ამისა, 2020 წლის 1 იანვარს „Sputnik–ესტონეთის“ საიტი ჯერ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, შემდეგ კი საქმიანობა შეწყვიტა. თანამშრომლებს სააგენტოსთან კონტრაქტების გაუქმება მოუხდათ.
როგორც გამოცემის შეფ-რედაქტორი ელენა ჩერიშევა აცხადებდა, ეს იყო ესტონეთში სიტყვის თავისუფლების დარღვევის აშკარა მაგალითი. 2021 წლის თებერვალში მან და ასევე „Sputnik–ესტონეთის“ სხვა ყოფილმა თანამშრომლებმა ახალი პროექტი აამუშავეს, სახელწოდებით Sputnik–Meedia.
ყველა ახალი ამბავი
0